განცხადება · 91 ნახვა
„ზამთრის ოლიმპიადის ტრიბუნა საუკეთესო ადგილი არ არის ქვეყნებს შორის ურთიერთობის დასალაგებლად, მაგრამ რამე ხეირიანს თუ ჩამოიტანენ, მხოლოდ მივესალმები“
„ქართული ოცნება“ ღიად ლაპარაკობს, რომ არ აქვს განსაკუთრებული ინტერესი დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის გაუმჯობესების, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, აშშ-თან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე სკეპტიკურადაა განწყობილი.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„მგონი, ზამთრის ოლიმპიადის ტრიბუნა საუკეთესო ადგილი არ არის ქვეყნებს შორის ურთიერთობის დასალაგებლად, თუმცა რამე ხეირიანს თუ ჩამოიტანენ, მხოლოდ მივესალმები. როგორც ჩანს, ცოტა სკეპტიკური ვარ, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით. არსებული მიმართულებით, როგორც მივდივართ ისე, არ ველოდები გაუმჯობესებას.
ნაკლებად მგონია, ამერიკის მსგავს ქვეყნებს ინტერესი ჰქონდეთ, რომ ჩვენ დაგვჩაგრონ. როგორც ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებაა დასავლეთთან მიმართებით, აქ, სამწუხაროდ, ნაკლებად ველოდები ურთიერთობების გაუმჯობესებას. ზოგადად „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებაა, რომ მათ არ აქვთ განსაკუთრებული ინტერესი დასავლეთის ქვეყნებთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესების და ამის შესახებ ფაქტობრივად ღიადაც ლაპარაკობენ, მათ რიტორიკას რომ დავაკვირდეთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩია სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- იაგო ხვიჩია„გვარამიას ქვეშევრდომებმა სჯობს, დასვან კითხვა, საიდან ის 40 მილიონი, რითაც ისინი ფინანსდებოდნენ- სანამ სხვისი ფულის აღებაზე, ან სატელიტობაზე ილაპარაკებენ, როგორც ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენო, ასე არ უნდა ილაპარაკონ ვინმეს მოსყიდვასა თუ ფულის აღებაზე“
- იაგო ხვიჩია„ხალხი, რომელიც მიშამ გამოზარდა, ფეხზე დააყენა, ახლა იძახის, რომ ჩვენს დაპატიმრებულ ლიდერს, უფლებამოსილება არ აქვს, ჩვენი სახელით ილაპარაკოსო – ყველა პატიოსანი “ნაცი” სასტიკად უნდა ემიჯნებოდეს ასეთი ტიპის გაერთიანებას“
- იაგო ხვიჩია„აბსურდია, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, ლიდერად ირჩევენ ჩერგოს და გვარამიას, 26 მაისამდე დაახვიეს რეგიონებში, თვითონაც დაისვენეს და „ქოცებიც“ დაასვენეს“
- იაგო ხვიჩია„2500 ნარკორეალიზატორი რანაირად გვყავს? ვიღაც ისეთ ადამიანებს თვლით თქვენ ნარკორეალიზატორებად, ვინც არ არის რეალიზატორი“
