ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ელიზაბეტ ლეინი„გზავნილი დონალდ ტრამპს“ დღეს 1 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი8°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი5°C
  • გორი4°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია1°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 28 ნოემბერი
  • USD2.5911−0.0006
  • EUR2.8406−0.0038
  • GBP3.4016+0.0034
  • TRY0.0510−0.0001
  • 100 RUB3.1493+0.0005
  • AZN1.5237+0.0001
  • 1000 AMD7.1875−0.0017
  • 10 UAH0.5754+0.0016
ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ8 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ10:15
Financial Times

განცხადება · 116 ნახვა

„ბერძნულმა გადამზიდავმა კომპანიებმა ბოლო სამ წელიწადში რუსული ნავთობის ტრანსპორტირებით თითქმის 4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს“

ბერძნულმა გადამზიდავმა კომპანიებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსული ნავთობის ტრანსპორტირებით სულ მცირე 3.8 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს, მიუხედავად იმისა, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები კრემლის ნავთობის შემოსავლების შეზღუდვას ცდილობდნენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

სტატიის მიხედვით, ამ ვაჭრობიდან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო კომპანია Dynacom Tankers-მა, რომელიც ბერძენმა მილიარდერმა დააფუძნა.

Financial Times-ის გამოთვლებით, Dynacom-მა რუსული ნედლი ნავთობის გადაზიდვით მინიმუმ 915 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2023 წლის ივლისის შემდეგ მთლიანი შემოსავლის თითქმის მეოთხედს შეადგენს.

შემდეგ მოდის Onassis Group-ის კომპანია. Olympic Shipping and Management-მა ამ ვაჭრობიდან სულ მცირე 404 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ათენში ბაზირებულმა ტანკერების კომპანიებმა, Stealth Maritime-მა და Polembros Shipping-მა 200 მილიონ დოლარზე მეტი მიიღეს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ნავთობით ვაჭრობა ნებადართულია მანამ, სანამ ის „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული ფასის ზედა ზღვრის წესებს შეესაბამება. მთავრობები მოსკოვის ენერგეტიკული შემოსავლების შემდგომ შეზღუდვას ცდილობენ, რამაც შესაძლოა, ბერძნულ ვაჭრობას წერტილი დაუსვას.

Financial Times სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. Financial Times„პარიზი, ბერლინი და ევროკავშირის სხვა დედაქალაქები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის უფლებამოსილების შემცირებას“
  2. Financial Times„უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები ძალას კარგავს, რადგან ტრამპის ყურადღება ირანზე გადადის“
  3. Financial Times„ევროპას სასწრაფოდ სჭირდება ამერიკული გიგანტების, Visa-სა და Mastercard-ზე დამოკიდებულების შემცირება“
  4. Financial Times„ჩინეთმა აშშ გააფრთხილა, რომ ტაივანისთვის იარაღის მიწოდებამ შესაძლოა, პეკინში ტრამპის ვიზიტი ჩაშალოს“