განცხადება · 122 ნახვა
„ევროპას სასწრაფოდ სჭირდება ამერიკული გიგანტების, Visa-სა და Mastercard-ზე დამოკიდებულების შემცირება“
გამოცემა Financial Times-ი წერს, რომ ევროპას „სასწრაფოდ“ სჭირდება ალტერნატიული გადახდის სისტემა Visa და Mastercard-ის ნაცვლად, რადგან არსებობს შიში, რომ ამერიკული კომპანიების დომინაცია შესაძლოა იარაღად იქცეს იმ შემთხვევაში, თუ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები გაუარესდება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროპული საბანკო სისტემა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აშშ-ის გადახდის გიგანტებზე. ევროპული გადახდების ინიციატივის (EPI) ხელმძღვანელმა, მარტინა ვაიმერტმა განაცხადა, რომ ევროპას არ გააჩნია საზღვარგარეთული გადახდის ალტერნატივა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ჩვენ ძალიან დამოკიდებულები ვართ საერთაშორისო გადახდის სისტემებზე. დიახ, გვაქვს ეროვნული გადახდის სისტემები, როგორიც არის შიდა გადახდის ბარათის სქემები, მაგრამ არ გაგვაჩნია საზღვრების გადამკვეთი, ერთიანი ევროპული გადახდის სისტემა. თუ ვამბობთ, რომ დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია და ყველამ ვიცით, რომ ეს დროის საკითხია…. სასწრაფოდ გვჭირდება ზომების მიღება“, – განაცხადა ვაიმერტმა.
გამოცემის ცნობით, ნაღდი ფულის შემცირების ფონზე, ევროპელი ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად შიშობენ, რომ აშშ-ის გადახდის კომპანიების ძალაუფლება შესაძლოა გამოყენებული იყოს ზეწოლის იარაღად, თუ ურთიერთობები სერიოზულად გაუარესდება.
ამ საფრთხეზე საუბრობენ როგორც საბანკო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის მაღალი რანგის ყოფილი ოფიციალური პირები.
Financial Times სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- Financial Times„ბერძნულმა გადამზიდავმა კომპანიებმა ბოლო სამ წელიწადში რუსული ნავთობის ტრანსპორტირებით თითქმის 4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს“
- Financial Times„პარიზი, ბერლინი და ევროკავშირის სხვა დედაქალაქები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის უფლებამოსილების შემცირებას“
- Financial Times„უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები ძალას კარგავს, რადგან ტრამპის ყურადღება ირანზე გადადის“
- Financial Times„ჩინეთმა აშშ გააფრთხილა, რომ ტაივანისთვის იარაღის მიწოდებამ შესაძლოა, პეკინში ტრამპის ვიზიტი ჩაშალოს“
