პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ნებისმიერი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ემსახურება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს და იმ რეალობას, რომლის წინაშეც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო დგას

ნებისმიერი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ემსახურება მხოლოდ ერთს – ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს და იმ რეალობას, რომლის წინაშეც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო დგას, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ საკანონმდებლო ცვლილებაზე საუბრისას, რომელიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს მათთვის, ვინც კონსტიტუციურ ორგანოებს ლეგიტიმურად არ აღიარებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, გარე ჩარევების საფრთხის წინაშე მთელი მსოფლიო დგას, ცვლილებები კი ექსტრემიზმის წინააღმდეგ არის მიმართული.

„ეს კანონი არის იმ ექსტრემიზმის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც აქ ძალიან მკაფიოდ ფინანსდებოდა და მაღალ დონეზე იყო მხარდაჭერილი ბრიუსელში. ნურას უკაცრავად, ჩვენ ვერ მივცემთ ვერცერთ ჯგუფსა და დახელფასებულ დაჯგუფებას იმის უფლებას, რომ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ განახორციელონ ქმედებები“, – აღნიშნა კირცხალიამ.

მისივე თქმით, ისჯება სისტემურობა და რეალური დანაშაულები და არა პერფორმანსები.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა