პოლიტიკა

„ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ მახინჯი პრინციპი პირდაპირ ურტყამს ილიას უნივერსიტეტს, დიდი ალბათობით, განზრახვაა, რომ ამ წაართვან ფაკულტეტები და დაუტოვონ ვიწრო პროფილი (მაგალითად, პედაგოგიური)“- იაგო კაჭკაჭიშვილი 

„თსუ-ის და სტუ-ის გაერთიანების აბსურდული გადაწყვეტილების გაუქმება ნამდვილად არის უკომპრომისო ბრძოლის შედეგი და მოსალოცი ამბავი.

თუმცა, ყველა შეხვედრაზე ვამბობდი, რომ ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება უნდა დავინახოთ უფრო ფართო კონტექსტში და, რეფორმად მონათლულ, უფრო ზოგად მავნე პრინციპებს შევებრძოლოთ. ერთი ასეთი ფუნდამენტური პრინციპია “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი”. ამ პრინციპზე აქტიურად აპელირებს ხელისუფლება და ტექნიკური უნივერსიტეტის ტრანსფორმაციის ჩავარდნილი პროექტიდან საკუთარი რეპუტაციის გადარჩენას ასე აპირებს. მეგობრებო, “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის” პრინციპი არის მავნე – ასეთ პრაქტიკას თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთი ცივილიზებული ქვეყნის დიდ ქალაქებში. შეიძლება მოვიყვანოთ ცალკეული მაგალითები, როდესაც პატარა ქალაქის რომელიმე უნივერსიტეტს, საგანმანათლებლო ტრადიციიდან გამომდინარე, რომელიმე პროფესიის სწავლების პრიორიტეტი დაუტოვეს, მაგრამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ არცერთ დიდ ქალაქში (მით უფრო, დედაქალაქში) რომელიმე უნივერსიტეტს არ ეძლევა სასწავლო პროგრამების ექსკლუზიურად განხორციელების პრივილეგია.

უამრავი სახელოვანი ტექნიკური უნივერსიტეტი შემიძლია ჩამოგითვალოთ, სადაც ასწავლიან სოციოლოგიას, პოლიტიკის მეცნიერებას, სამართალს, ფილოსოფიას და ა.შ (MIT შტატებში, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, École Polytechnique საფრანგეთში და ბევრი სხვა). მე მესმის, რომ იმავე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სოციოლოგიის ან პოლიტიკური მეცნიერების არსებობა შეიძლება შეუსაბამოდ გამოიყურება სხვადასხვა თვალსაზრისით, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ შეიძლება ხელაღებით ლაპარაკი. კონკრეტულად სასწავლო პროგრამების უზრუნველყოფაზე არ ვამბობ – ვგულისხმობს იმას, რომ ამ უნივერსიტეტში ასწავლონ სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები! ვერავინ ამიხსნის, რატომ არ უნდა იყოს ინჟინერი ვალდებული ან რეკომენდირებული, გაიაროს ჰუმანიტარული და სოციალური კურსები! და თუ ასეა, მაშინ რატომ არ შეიძლება ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უზრუნველყოს მათი სწავლება?

გასაგებია, რომ შეიძლება ვიდაოთ სწავლების ხარისხზე, მაგრამ რატომ უნდა ავკრძალოთ? და კიდევ, მთავარი: არ დაგვავიწყდეს, რომ “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის” მახინჯი პრინციპი პირდაპირ ურტყამს და ჩეხავს ილიას უნივერსიტეტს, რომელმაც შესანიშნავი გამოცდილება დააგროვა ბევრი წლის მანძილზე! დიდი ალბათობით, განზრახვაა, რომ ამ უნივერსიტეტს წაართვან ფაკულტეტები და დაუტოვონ ვიწრო პროფილი (მაგალითად, პედაგოგიური). ამდენად, მოდუნება არ შეიძლება. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ამ ვაირეფორმის მავნე პრინციპების წინააღმდეგ“— წერს იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში



Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა