პოლიტიკა

ლაშა გეგეჭკორი: პრემიერ-მინისტრმა, როგორც მოსალოდნელი იყო, პატივი სცა ორივე უნივერსიტეტის ისტორიას და მათ ავტონომიას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. ისეთად, როგორიც გვახსოვს მრავალი წლის განმავლობაში.- წერს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი პრემიერის გადაწყვეტილების შესახებ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

მისი თქმით ეს არის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ესმის ხალხის!

“გადაწყვეტილება არ შეიცვლება!”- ბევრჯერ გაისმა ოფიციოზის ქვედა რგოლებში, სტუ-ს და თსუ-ს შერწყმის საკითხზე. “გადაწყვეტილება შეიცვალა!”- პრემიერ-მინისტრი. შეიცვალა, რადგან ეს იყო ერთად-ერთი სწორი და ღირსეული ვარიანტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. ისეთად, როგორიც გვახსოვს მრავალი წლის განმავლობაში. პრემიერ-მინისტრმა, როგორც მოსალოდნელი იყო, პატივი სცა ორივე უნივერსიტეტის ისტორიას და მათ ავტონომიას. 10-0, მეგობრებო! კიდევ ერთხელ გაიმარჯვა “ქართული ოცნებამ.” ეს არის პოლიტიკური ძალა და გუნდი, რომელსაც ესმის ხალხის! გმადლობთ ყურადღებისთვის.”- წერს გეგეჭკორი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა