განცხადება · 151 ნახვა
„სრულიად სამარცხვინოა ჩვენი ფიგურული მოსრიალე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა“
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ოლიმპიადაზე საქართველოს მოციგურავეთა ნაკრების შემადგენლობას სამარცხვინოს უწოდებს. სააკაშვილის თქმით, ეთერ თუთბერიძე გარუსებულია, ხოლო სპორტსმენთა ნაწილი – რუსეთის მკვიდრი, ან რუსეთთან დაკავშირებული პირია.
„სრულიად სამარცხვინოა ჩვენი ფიგურული მოსრიალე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. რვიდან ექვსი სპორტსმენი რუსეთის მკვიდრია, რუსეთის სპორტის ნაწილია ან მჭიდროდ არის დაკავშირებული ოკუპანტ ქვეყანასთან. გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დროშა გამოატანინეს ეთერ თუთბერიძის ქალიშვილს. თუთბერიძე პუტინის მხურვალე მომხრეა და ამართლებს უკრაინის წინააღმდეგ ომს და საქართველოს ოკუპაციას.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
მოვუწოდებ მსოფლიოს, არ აღიქვა ეს ნაკრები საქართველოს წარმომადგენლად და არ მეგონა თუ ამას ოდესმე ვიტყოდი, მოვუწოდებ ქართველებს, გაემიჯნონ ამ ნაკრებს, ვინაიდან მისი სახით რეჟიმმა შემოგვასაღა რუსეთის ჩრდილოვანი ნაკრები. თავის დროზე ელენე გედევანიშვილი რუსეთიდან გამოაგდეს იმიტომ, რომ არ დათანხმდა გარუსებას, ესენი კი პირიქით მოქმედებენ. ჩემს დროს ფუნქციონირებდა ოთხი ყინულის მოედანი, ახლა არცერთი. ალისას მიყვანა გვინდოდა და ყველა დაკეტილია. მე გუდაური გავადიდე სამჯერ. გავხსენი ახალი სათხილამურო ტრასები აჭარაში, მესტიაში, თეთნულდზე. ივანიშვილმა შეაჩერა თეთნულდის განვითარება. აქაოდა რად გვინდა თეთნულდი, როცა სოჩა არსებობსო. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა დიდი ყინულის სასახლის მშენებლობა. ჯაყომ პროექტი შეაჩერა და არსებული მოედნები თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში დახურა. სამაგიეროდ, გარუსებული Этери Тутберидзе და მისი მოსკოვური არენა შემოგვთავაზა.“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
მიხეილ სააკაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- მიხეილ სააკაშვილი„ევა გოცირიძე შევარდნაძის დროს იყო იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც ჩართული იყო კორუფციაში და ნეპოტიზმში და ბუნებრივია ის ახლა ივანიშვილის მოსამართლეა“
- მიხეილ სააკაშვილი„ჩვენი ბრძოლა არ გადის პარტიებზე, ნომრებზე, გადის სახალხო მოძრაობაზე, მე ვხედავ ახალ შესაძლებლობას, რომელიც ამ აკრძალვით გაიხსნება, ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა“
- მიხეილ სააკაშვილი„როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წლის დროს გადასცემდა ჩვენი ჯარების კორდინატებს, ყოველთვის ჯობია ნორმალურად გაასამართლო და როინ შავაძე თავის დროზე რომ გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა, 2012-ში აუცილებლად გაუშვებდნენ პოლიტპატიმრად“
- მიხეილ სააკაშვილი„უამრავი ამბიციური იმბეცილი დარჩა ამ საზოგადოებაში, რომლებიც ისტერიულად ქმნიან პარტიებს, პარტიები კი არა, კუტოკებია“
