ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ თორნიკე ჭეიშვილი„თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია გადააზღვევს შემთხვევებს, როდესაც ბოროტად შეიძლება იქნას გამოყენებული მოპოვებული დემოკრატიული მანდატი - სწორედ დემოკრატიის პრინციპთან და კონსტიტუციურ წყობილებასთან მოდის აშკარა კონფლიქტში ის განცხადებები, ქმედებები და რაც მთავარია, მიზნები, რაც დაფიქსირდა“ დღეს 16 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი10°C
  • გორი8°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია3°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ13 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ13:32
გეკა გელაძე

განცხადება · 181 ნახვა

„ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს და გეგმას წარმოადგენს მიმდინარე წელს 3500-დან 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება და სწორი ინსტრუმენტების და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით ამას აუცილებლად შევძლებთ“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მნიშვნელობაზე საუბრობს. გეკა გელაძე აღნიშნავს, რომ 2025 წელს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ეფექტური გახადა მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

„როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში გამოწვევად რჩება მიგრაციული პრობლემები. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი და ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს როგორც საკანონმდებლო, ტექნოლოგიური, ასევე ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით. 2025 წელს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებიც ჩვენ მიერ იყო განხორციელებული, ძალიან ეფექტური გახადა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და სწორედ ამის დასტურია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 1300-ზე მეტი არალეგალი არის ქვეყნიდან გაძევებული, რაც 2024 წლის სტატისტიკასთან შედარებით 207%-ით არის მომატებული.

ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს და გეგმას წარმოადგენს მიმდინარე წელს 3500-დან 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება და დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ იმ სწორი ინსტრუმენტების და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით ამას აუცილებლად შევძლებთ”, – განაცხადა მინისტრმა.

მიგრაციის საკითხზე დღეს ვიდეომიმართვა პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა გასული ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული ათი წლის განმავლობაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის შესახებ.

გეკა გელაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გეკა გელაძე„იურისტი ბრძანდებით და იცით, რომ რეალიზაციას შესაბამისი მტკიცებულებები ჭირდება. იცით, რომ კოდექსს დაემატა „რეალიზაციაში ხელშეწყობა“. 2500-ზე მეტი რეალიზატორი, რასაც სამინიტრო აცხადებს, ზუსტად ის ადამიანები არიან, სადაც მტკიცებულებების სახით არსებობს საკონტროლო შესყიდვები და ა.შ.“