განცხადება · 128 ნახვა
ყინწვისის სპეცოპერაციაზე
„24 ადამიანს არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას რომ გამოატარებ, უკანონო მსჯავრით ციხეში რომ გყავს და შემდეგ კითხვა გიჩნდება, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალბათ, ეს კითხვა ქალბატონმა ანა წითლიძემ რიტორიკულად დასვა“
ნიკოლოზ გოგუაძე გახლავთ ადამიანი, რომელიც აწამეს: ფრჩხილები დააძრეს, მის ზურგსა და მუცელზე კი ფეხებით იხტუნავეს. ის უკანონო მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. არსებობს გამამართლებელი განაჩენები 24 ადამიანის მიმართ, მათ შორის ბატონ ნიკოლოზთან მიმართებით - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ 2011 წელს ყინწვისის სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული 24 პირის საქმეზე საუბრისას.
გორდულაძის განცხადებით, დაკავებულთა შორის იყო ნიკოლოზ გოგუაძე, რომლის მიმართაც, წამება განხორციელდა. მისივე თქმით, ამ საქმეზე 2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წამების აკრძალვის შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა, როგორც არსებითი, ისე პროცედურული თვალსაზრისით.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“ნიკოლოზ გოგუაძე გახლავთ ადამიანი, რომელიც აწამეს: ფრჩხილები დააძრეს, მის ზურგსა და მუცელზე კი ფეხებით იხტუნავეს. ის უკანონო მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. არსებობს გამამართლებელი განაჩენები 24 ადამიანის მიმართ, მათ შორის ბატონ ნიკოლოზთან მიმართებით. ამ ადამიანებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ დარღვეულია წამების აკრძალვის მუხლი - კონვენციის მე-3 მუხლი, ორივე ნაწილში: როგორც პროცედურული, ისე არსებითი ასპექტით. ეს არის 2019 წლის გადაწყვეტილება. აღნიშნული საქმე მიმდინარეა და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც მის წამებაში მონაწილეობდნენ, მსჯავრდებულები იყვნენ. 24 ადამიანს ამ ყველაფერს რომ გადმოატარებ, ამ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას რომ გამოატარებ, უკანონო მსჯავრით ციხეში რომ გყავს და შემდეგ კითხვა გიჩნდება, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ალბათ, ეს კითხვა ქალბატონმა ანა წითლიძემ რიტორიკულად დასვა“, - განაცხადა გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- არჩილ გორდულაძე„მთავარია, რას აკეთებენ პარტიები დაფუძნების დღიდან და როგორ ემხრობიან, როგორ ამართლებენ ან როგორ ცდილობენ მათი ამჟამინდელი ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, წარსულშიც და ახლაც, გაამართლონ ძალადობა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება“
- არჩილ გორდულაძე„მსოფლიოში არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს შემთხვევა, როცა სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები ამდენ არჩევნებზე ცდილობდნენ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას“
- არჩილ გორდულაძე„დაახლოებით 67 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება არის დაბრუნებული დაზარალებული პირებისათვის- 176 მიწის ნაკვეთი, 8 საცხოვრებელი სახლი, აგარაკები, საოფისე და კომერციული ფართები, 88 ავტომანქანა, მათ შორის თვითმფრინავი და შვეულმფრენები“
- არჩილ გორდულაძე„შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას“
