განცხადება · 166 ნახვა
სურსათის მწარმოებლებთან შეხვედრაზე
„მოვისმენთ მათ საჭიროებებს, მათ დანახულ პრობლემებს და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობაზე გვექნება კითხვები“
მოვისმენთ მათ საჭიროებებს, მათ დანახულ პრობლემებს და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობაზე გვექნება კითხვები, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე სურსათის მწარმოებლებთან.
მისი თქმით, კომისიის მუშაობის პროცესში უნდა გამოიკვეთოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც საბოლოო ჯამში გამოიწვევს სურსათზე ფასების შემცირებას.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ესენი არიან ქართული მწარმოებლები, რომელთა სექტორის გაძლიერება ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს და აქცენტს წარმოადგენს. ამიტომ, რა თქმა უნდა ერთის მხრივ, მოვისმენთ მათ საჭიროებებს, მათ დანახულ პრობლემებს და მეორე მხრივ, თავისთავად მათ და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობაზე გვექნება კითხვები. ამ საჯარო პროცესმა ვფიქრობ, რომ ბევრი რამ უნდა გახადოს ნათელი, მათ შორის ნათელი საზოგადოებისთვის და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რაიმე პოზიცია ჩამოვიყალიბოთ ან გადაწყვეტილება მივიღოთ ისე, რომ საზოგადოების აზრი არ ემთხვეოდეს ჩვენსას. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ფასების შემცირების პროცესი ვფიქრობ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, მათ შორის ბიზნესის აქტიური თანამშრომლობით და მათივე სურვილით, რადგან ვფიქრობ, რომ მათ პასუხისმგებლობაშიც შედის ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია მეორე სხდომას გამართავს.
ნინო წილოსანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ნინო წილოსანი„ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები“
- ნინო წილოსანი„ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეა იმართება, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის შენთვის „საფეტიშებელი“ ქვეყნებიც ესწრებიან. როგორც ჩანს, უმცირეს შანსსაც ებღაუჭებით, რომ თქვენი უბადრუკი მდგომარეობა რაღაცით მაინც გადაფაროთ“
- ნინო წილოსანი„საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ შუა დერეფანი გამართულად და აქტიურად მუშაობს“
- ნინო წილოსანი„სანამ ომის დაწყების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გარე მითითებას მიიღებდნენ, წლების განმავლობაში აგენტურაც ამტკიცებდა, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო – ამ თემის ირგვლივ სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც კი ჰქონდა შექმნილი, რომელსაც გულანთებული „ნჯოშნიკები“, აპიარებდნენ“
