ეკონომიკა

კომპანია „ალალის“ დამფუძნებელი ქსელურ მარკეტებზე: ჩვენთან ფასი როგორ წარმოიქმნება მაგას უკვე ფასის წარმოქმნა არ ჰქვია – დღევანდელი ჩვენი გათვლებით ჩვენ ფასს ემატება 185%

ჩვენთან ფასი როგორ წარმოიქმნება მაგას უკვე ფასის წარმოქმნა არ ჰქვია, – ამის შესახებ ხილის და ბოსტნეულის გადამამუშავებელი კომპანია „ალალის“ დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

გოჩა ღვინეფაძის განცხადებით, საბოლოო ჯამში მათი პროდუქტის ფასს დახლზე განთავსებისას ყველა ელემენტის და პროცედურის ერთობლიობით ემატება 185 %.

„შევედით რაღაც მარკეტში. აქედან ამ X ფასს ემატება რასაც ჩვენ ვეძახით ფასნამატს, რასაც შემდეგ ქსელურ მარკეტში ამატებენ. დაახლოებით 30-დან 40 %-მდეა ფასნამატი, მაგრამ მთავარი იწყება ამის შემდეგ. ის, რასაც ჩვენ ვეძახით „ქეშბექს“, „ქეშბექი“ არ არის ერთი კომპონენტი, „ქეშბექი“ შედგება ციფრების მთელი ერთობლიობისგან. პირველი არის ფიქსირებული გადასახადი, რომელიც ჩვენს შემთხვევაში არის 20.5 %, ამის შედეგ ჩვენი ფასი ის დარჩა რაზეც შეთანხმებული ვართ, ფასნამატი ხომ არის 30 და 40% იმის გარდა ვიძახი. 20.5 % ეს არის ფიქსირებული „ქეშბექი“. ამის შემდეგ მოსდევს მარკეტინგის გადასახადი 15 %. ოღონდ ეს ნარჩენ ძირს არ აკლდება ეს ისევ საწყის ჩვენს ფასს აკლდება. ამას მოსდევს ლოიალობის 1 %. შემდეგ მოდის ციფრული მომსახურების 1 %. ამის შემდეგ არის 7.5% რაც მართლა ეკუთვნით და ლოჯისტიკის ხარჯია, იმიტომ რომ ყველა ქსელურ მარკეტს არ აქვს. ჯამში არის 45 %, ეს იმ ფასნამატის გარდა. ჩემს ფასს დააკლდა 45 %. ეს არის გაწერილი კონტრაქტით. ამაში არ შედის თაროზე განთავსების გადასახადი, არ შედის შესვლის გადასახადი მარკეტების მიხედვით. ასევე არ შედის გადასახადი, პროდუქციას რომ მივაწვდით ისე დახლზე ვერ ხვდება „მეჩიკი“ გვიყენია იქ, საწყობიდან რომ გამოიტანოს პროდუქტი ჩვენ ვუხდით დამატებით ხელფასს, არ შედის პალეტის გადასახადი და სააქციო ფასი. შემდეგ მოდის დღგ-ს გადასახადი. დღევანდელი ჩვენი გათვლებით ჩვენ ფასს [ქსელურ მარკეტებში] ემატება 185% და ის 85 % საიდან მოიტანეთ ვერ გავიგე,“- განაცხადა გოჩა ღვინეფაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება – არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები 

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.