ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი6°C
  • თელავი8°C
  • გორი6°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია−1°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ2 ᲛᲐᲠᲢᲘ16:48
ბაჩო ოდიშარია

განცხადება · 102 ნახვა

„ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე გაკეთებული მთავრობის განცხადება არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე საუკეთესოდ მორგებული. აღსანიშნია ყველა ოპოზიციური მედიის დეზინფორმაციული გაშუქება, თუმცა რა გასაკვირია, ასეთია მეხუთე კოლონის ფუნქცია“

ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე გაკეთებული მთავრობის განცხადება არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე საუკეთესოდ მორგებული, – წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია. ოდიშარია ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულ პოლიტიკას. ცალკე აღნიშნავს ოპოზიციური მედიების ინტერპრეტაციებს ამ საკითხის მიმართ და წერს, რომ მათ „სათაურებში მხოლოდ ირანის მისამართით სამძიმარი გამოიტანეს და ისრაელის და მთლიანად რეგიონის მიმართ გაკეთებული კომენტარი ფეიკ ნიუსის საუკეთესო ტრადიციებში გააქრეს“.

მისივე თქმით, ქვეყანა, რომელიც ცეცხლს არ ეთამაშება და ზრუნავს საკუთარი მოქალაქეების მშვიდობაზე, არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მომავალი, რასაც უზრუნველყოფს ხელისუფლება და მისივე თქმით, ამას ებრძვიან გამალებით უსამშობლოები.

“ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე გაკეთებული მთავრობის განცხადება არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე საუკეთესოდ მორგებული, რაზეც რასაკვირველია უცხო ქვეყნის პატრიოტი უსამშობლოები განრისხდნენ, როგორ თუ კონფლიქტის მხარე არ ავირჩიეთ და სტაბილურობაზე ვორიენტირდით. ეს არსებები ხომ ღიად ითხოვენ ომში ვიყოთ, პარალელურად კი ნახევარი დღით რომ შუქი ქრება ქალაქში დიდთოვლობისას, ისტერიკაში ვარდებიან, როგორ განვაგრძოთ ცხოვრება ასეთ პირობებშიო. ამასთან, აღსანიშნია უკლებლივ ყველა ოპოზიციური მედიის – ამ აგენტურული ქსელის – დეზინფორმაციული გაშუქება მთავრობის განცხადების, სადაც სათაურებში მხოლოდ ირანის მისამართით სამძიმარი გამოიტანეს და ისრაელის და მთლიანად რეგიონის მიმართ გაკეთებული კომენტარი ფეიკ ნიუსის საუკეთესო ტრადიციებში გააქრეს. ნუ, რა გასაკვირია, ასეთია მეხუთე კოლონის ფუნქცია, რასაც ზედმიწევნით ასრულებენ თავიანთი პატრონების საამებლად. ქვეყანა, რომელიც ცეცხლს არ ეთამაშება და ზრუნავს საკუთარი მოქალაქეების მშვიდობაზე, არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მომავალი. ამას უზრუნველყოფს ხელისუფლება და ამას ებრძვიან გამალებით უსამშობლოები.”- წერს ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.

ბაჩო ოდიშარია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ბაჩო ოდიშარია„„ევრონიუსს“ სრული უფლება აქვს, ახალი ამბები ასე დაიწყოს: “დემოკრატიის სამშობლოში საქართველოს პრემიერმა დემოკრატიის მასტერკლასი ჩაგვიტარა”“
  2. ბაჩო ოდიშარია„ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ“
  3. ბაჩო ოდიშარია„თანამედროვე ქართულ პოეზიაში, იმაზე კომპლექსური, საინტერესო, მხიარული და ანალიტიკური შემოქმედი, ვიდრე ტარიელ ჭანტურიაა, მეორე არ მახსენდება – დღეს მგოსანმა მარადისობაში გადაინაცვლა“
  4. ბაჩო ოდიშარია„გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში პარასპორტის მიმართულებით, შშმ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით და რამხელა პროგრესია 2012 წლიდან დღემდე“