განცხადება · 178 ნახვა
„ვისაც დაგეგმილი აქვს იმ ეკლესიის წაქცევა, რომელიც უწმინდესმა დაგვიტოვა, ვეტყვი, რომ ვერ შეძლებენ, მათი მცდელობა ამაოა იმიტომ, რომ ქართული ეკლესია არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის“
„არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებით, ეპოქა დასრულდა. სოზარ სუბარმა არაჩვეულებრივად თქვა, „ეპოქა გრძელდება და ეპოქა გრძელდება სხვა განზომილებაში,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.
მისი თქმით, პატრიარქმა დატოვა უზომოდ განათლებული და ძალიან ძლიერი ქართული ეკლესია.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებით, ეპოქა დასრულდა. სოზარ სუბარმა არაჩვეულებრივად თქვა, „ეპოქა გრძელდება და ეპოქა გრძელდება სხვა განზომილებაში“. პატრიარქმა შეძლო ეკლესიაში და ერში აღმშენებლობის ხანის დამკვიდრება. ეკლესიის აღმავლობის პერიოდი 80-იანი წლებიდან დაიწყო. საბჭოთა რეჟიმის პერიოდში უწმინდესმა შეძლო და საფუძველი ჩაუყარა ეკლესიის აღდგენას, გაძლიერებას და სასულიერო წრის განათლებას, რაც ყველაზე მთავარია. მაღალი აკადემიური დონის შეტანა სასულიერო პირებში იყო უდიდესი ეროვნული საქმე. არ დაიზოგა თავი ჩვენმა ღვაწლმოსილმა პატრიარქმა და დაგვიტოვა უზომოდ განათლებული, ძალიან ძლიერი ქართული ეკლესია. ვისაც დაგეგმილი აქვს იმ ეკლესიის წაქცევა, რომელიც უწმინდესმა დაგვიტოვა, ვეტყვი, რომ ვერ შეძლებენ, მათი მცდელობა ამაოა იმიტომ, რომ ქართული ეკლესია ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის არასდროს ყოფილა. ეს არის ცოდნით ძლიერი ეკლესია, რწმენით ძლიერი სასულიერო პირები, რომელთა ირგვლივაც გაერთიანებულია მრევლი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში პატივს მიაგებდა უწმინდეს. ეს იყო ერის სიამაყის დღეები. გაყურსული იყო ევროპა, არ ყოფილა არცერთი სამძიმრის წერილი ან კომენტარი. იმ შემთხვევაში თუ ცოტა ადამიანი მიაგებდა პატივს უწმინდესს, ვერც წარმოიდგენთ რამდენი განცხადება და კომენტარი გაკეთდებოდა მათი მხრიდან. არ მოერიდებოდათ არაფრის და გადაუვლიდნენ ქართველ ერს,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
თამარ ჩიბურდანიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თამარ ჩიბურდანიძე„ის, რაც გუშინ, Euronews-ის ღონისძიებაზე ვიხილეთ იყო შოუ - ირაკლი კობახიძე იყო სამიზნე, რომელზეც შტურმი ხორციელდებოდა, მაგრამ, პრემიერის მისი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, ევრობიუროკრატებმა მათთვის სასურველი შედეგის ნაცვლად, უკუშედეგი მიიღეს“
- თამარ ჩიბურდანიძე„დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს — მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია ევროპისთვის“
- თამარ ჩიბურდანიძე„პრემიერის გადაწყვეტილება საპენსიო ზრდაზე არის გაბედული და დასაფასებელი, რადგან საპენსიო ასაკში შევიდა გასული საუკუნის 60-იანელების პიკური შობადობის თაობა“
- თამარ ჩიბურდანიძე„ევროპას ევრობიუროკრატია ჩუმი სიკვდილით კლავს – შეიძლება საზოგადოებრივი დაპირისპირება ახალ ისტორიულ ტრაგედიად გადაიქცეს“
