ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ დიმიტრი ხუნდაძე„კანონში ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას მოითხოვს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი6°C
  • გორი6°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია1°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ26 ᲛᲐᲠᲢᲘ00:20
თამარ ჩიბურდანიძე

განცხადება · 147 ნახვა

„პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან“

„ის, რაც ამათ [რადიკალებმა] გამოავლინეს დღეს, სხვა სიტყვას ვერ ვიხმარ, მაპატიეთ, ეს არის ქაჯობა,“ – ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელსა და მედიაში რადიკალების მხრიდან წარმოებული შეურაცხმყოფელი კამპანია, რომელიც პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის გამოსვლას მოჰყვა.

როგორც თამარ ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მღელვარება ზოგადად ახლავს ადამიანს მაშინ, როცა ის მაღალ პასუხისმგებლობას გრძნობს გამომსვლელების წინაშე და ეს სულაც არ არის გასაკვირი.

„ზიზღმა, მტრობამ და იმას რასაც ესენი სჩადიან – ზღვარგადასულმა ბოროტებამ, იცის საკუთარი თავის განადგურება. ეს ბოროტება უკან გიბრუნდება. უწმინდესზე იქილიკეს – ჯერ სიცოცხლეში ლანძღეს, მერე სიკვდილის შემდეგ და რა მიიღეს – ხელისუფლებას მხარდამჭერი ხალხი კიდევ უფრო მოემატა, იმიტომ, რომ ვინც მანამდე ვერ ხვდებოდა, საბოლოოდ დარწმუნდა, თუ ვინ არიან რადიკალები. რა იწერებოდა და მთელი ღამის და დღის განმავლობაში ქალბატონ თამარ ბაგრატიონზე, წარმოუდგენელია. მე საჯარო კომუნიკაციების სპეციალისტი ვარ და ამას ვასწავლი პოლიტიკოსებს და რიგით ადამიანებს წლების განმავლობაში. ეს არ აყო დამოკიდებული იმაზე, თუ რა ენაზე საუბრობდა სპიკერი. ქართულადაც რომ გამოსულიყო, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა ქალბატონ თამარს და რატომ – ეს არის საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლისას ემოციის მართვა, რაც ძალიან რთულია. გამოუცდელ კადრს კი არა, რომელსაც ამხელა ტრიბუნასთან პირველად უწევს გამოსვლა (უნდა წასულიყო, რადგან მან მიიღო მიწვევა სიტყვით გამოსვლის და ამას გვერდს ვერ აუქცევდა), გამოცდილსაც იგივე დაემართებოდა. პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა. ასეთი რამ მოსდით ადამიანებს, რომლებსაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან და იმ სიტუაციაში, სადაც ისინი გამოდიან. ამასთან, იმ დარბაზში, თავში არავინ გაივლებდა, თუნდაც ფიქრად, დაცინვას. იმ დარბაზში, ასეთი საზოგადოება არ იყო. პირიქით, როცა გულწრფელად ვერ მალავ შენს დამოკიდებულებას, უფრო მეტი პოზიტივი მოდის შენს მიმართ. ის, რაც ჩვენმა რადიკალებმა გამოავლინეს დღეს, სხვა სიტყვას ვერ გამოვიყენებ, მაპატიეთ, ეს არის ქაჯობა,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

თამარ ჩიბურდანიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თამარ ჩიბურდანიძე„ის, რაც გუშინ, Euronews-ის ღონისძიებაზე ვიხილეთ იყო შოუ - ირაკლი კობახიძე იყო სამიზნე, რომელზეც შტურმი ხორციელდებოდა, მაგრამ, პრემიერის მისი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, ევრობიუროკრატებმა მათთვის სასურველი შედეგის ნაცვლად, უკუშედეგი მიიღეს“
  2. თამარ ჩიბურდანიძე„დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს — მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია ევროპისთვის“
  3. თამარ ჩიბურდანიძე„პრემიერის გადაწყვეტილება საპენსიო ზრდაზე არის გაბედული და დასაფასებელი, რადგან საპენსიო ასაკში შევიდა გასული საუკუნის 60-იანელების პიკური შობადობის თაობა“
  4. თამარ ჩიბურდანიძე„ევროპას ევრობიუროკრატია ჩუმი სიკვდილით კლავს – შეიძლება საზოგადოებრივი დაპირისპირება ახალ ისტორიულ ტრაგედიად გადაიქცეს“