Uncategorized

ლაშა გეგეჭკორი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფასო აქციის კრიტიკოსებზე: მიმკედლებელი არ უნდა ლანძღავდეს კოლეგა მიმკედლებელს, თუ მას ნამდვილად უყვარს ძაღლი და არ იბრძვის გავლენის მოსაპოვებლად. რა შუაშია პოლიტიკა და ძაღლი

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ძაღლების მიმკდელებლებისთვის პრეპარატ “სიმპარიკას” უსასყიდლოდ გადაცემის აქციის მოწინააღმდეგეთა პოზიციას ეხმაურება.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 24 მარტიდან, მიმკედლებლებს უსასყიდლოდ გადასცემს ანტიპარაზიტულ პრეპარატ “სიმპარიკას,” რომელიც გამოიყენება 8 კვირის ასაკის ზემოთ ლეკვებისთვის და ძაღლებისთვის.

ეს პრეპარატი სააგენტოს კერძო კომპანია “მეგავეტმა” უსასყიდლოდ გადასცა.

სააგენტოს მხრიდან პრეპარატი გაიცემა სარეგისტრაციო ბაზაში დაფიქსირებულ მიმკედლებლებზე.

შეხედავ – კეთილშობილი აქტია. სააგენტომ პრეპარატი მიიღო უსასყიდლოდ და ასევე უფასოდ გასცემს მიმკედლებლებზე, რათა მათ პარაზიტებზე დაამუშაონ მიკედლებული ცხოველები.

გეკითხებით. შეიძლება, აქ, ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს, მით უმეტეს, ცხოველთამოყვარულს? არა, რადგან ეს ცხოველთა კეთილდღეობას ეხება.

ამ დროს, ერთი პატივცემული “ცხოველთამოყვარული” ასეთ პოსტს აქვეყნებს:

“კარტოფილზე და ხახვზე გაყიდულებს დაემატნენ სიმპარიკაზე გაყიდულები…”

ძაღლმა არ იცის, სად მუშაობს და რა პოლიტიკური შეხედულება აქვს მის პატრონს.

ძაღლის მიმკედლებლის ინტერესში უნდა იყოს მის მზრუნველობაში მყოფი ცხოველის ჯანმრთელობის დაცვა.

ძაღლის მიმკედლებელი, მორალურად არ უნდა აუფასურებდეს იმ დაწესებულების წამოწყებულ ჰუმანურ აქციას, სადაც მის ძაღლს უფასოდ ცრიან ცოფზე და სტერილიზაცია – კასტრაციის ოპერაციას უკეთებენ.

მიმკედლებელი არ უნდა ლანძღავდეს კოლეგა მიმკედლებელს, თუ მას ნამდვილად უყვარს ძაღლი და არ იბრძვის სფეროში გავლენის მოსაპოვებლად.

რა შუაშია პოლიტიკა და ძაღლი. დავიჯერო, ამ მიმკედლებლის ძაღლი რომელიმე პარტიის წევრი, ან მხარდამჭერია?

ძაღლი არა, მაგრამ ამ მიმკედლებლის პოლიტიკური დიაგნოზი სახეზეა.

მარტივად მიხვდებით, რატომ ჩავსვი ტექსტში ეს ცხოველთამოყვარული ბრჭყალებში.

უმადურობა უცხოური სიტყვაა და ქართულად “მერე რა რომ ძაღლისთვის გინდა, რატომ გამოართვი სიმპარიკა სააგენტოს” ნიშნავს”, – აცხადებს ლაშა გეგეჭკორი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა