განცხადება · 163 ნახვა
“სეტანტაზე”
„ეროვნული ნაკრების გამარჯვების ისტორიის გადმოცემას რომ ეცდები გამორჩეული ფიგურების კოლაჟით და კახა კალაძეს არ გამოაჩენ, ეგ პოლიტიკური აქტივიზმი აღარაა, უკიდურესი გოიმობაა – მიშას პენალტის კადრი რომ არ გამოჭიმეს შუაში, მაგისთვისაც მადლობა“
ეროვნული ნაკრების გამარჯვების ისტორიის გადმოცემას რომ ეცდები მისი გამორჩეული ფიგურების კოლაჟით და ყველაზე ტიტულოვან ქართველ ფეხბურთელს, კახა კალაძეს, არ გამოაჩენ, ეგ პოლიტიკური აქტივიზმი აღარაა, პროსტა უკიდურესი გოიმობაა, – წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, სპორტული არხის, “სეტანტას” მიერ გაკეთებულ კოლაჟზე.
ოდიშარიას თქმით, “სეტანტამ” კალაძის გარდა, ეროვნული ნაკრების ისეთი ცნობილი ფეხბურთელები გამოტოვა, როგორებიც არიან მიხეილ ყაველაშვილი და ზურაბ ხიზანიშვილი, შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ სპორტული არხი “ტვ პირველის” კალიბრში გადაერთო.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“ეროვნული ნაკრების გამარჯვების ისტორიის გადმოცემას რომ ეცდები მისი გამორჩეული ფიგურების კოლაჟით და ყველაზე ტიტულოვან ქართველ ფეხბურთელს, კახა კალაძეს, არ გამოაჩენ, ეგ პოლიტიკური აქტივიზმი აღარაა, პროსტა უკიდურესი გოიმობაა. არც ყაველაშვილი, არც ხიზანიშვილი, ვლადიმერ ვაისზე მეტი დამსახურება არ ჰქონდათ ხო ქართულ ფეხბურთში? ხელისუფლების მისამართით არ წავიდეს რაიმე პოზიტივიო, აქამდე დავიდა სპორტული არხის ნარატივი. მოკლედ, სეტანტა ტვ პირველის კალიბრში გადაერთო, მიშას პენალტის კადრი რომ არ გამოჭიმეს შუაში, მაგისთვისაც მადლობა. ხო და კობისთვის როგორღაც რომ გამოინახა პატარა ადგილი კუთხეში, ესეც დავუფასოთ,” – წერს ბაჩო ოდიშარია Facebook-ზე.
ბაჩო ოდიშარია სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ბაჩო ოდიშარია„„ევრონიუსს“ სრული უფლება აქვს, ახალი ამბები ასე დაიწყოს: “დემოკრატიის სამშობლოში საქართველოს პრემიერმა დემოკრატიის მასტერკლასი ჩაგვიტარა”“
- ბაჩო ოდიშარია„ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ“
- ბაჩო ოდიშარია„თანამედროვე ქართულ პოეზიაში, იმაზე კომპლექსური, საინტერესო, მხიარული და ანალიტიკური შემოქმედი, ვიდრე ტარიელ ჭანტურიაა, მეორე არ მახსენდება – დღეს მგოსანმა მარადისობაში გადაინაცვლა“
- ბაჩო ოდიშარია„გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში პარასპორტის მიმართულებით, შშმ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით და რამხელა პროგრესია 2012 წლიდან დღემდე“
