ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი8°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი8°C
  • გორი5°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი9°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია2°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ამბავისპორტი129 ნახვა

ნიკოლოზ გაბელია „სეტანტას“: რანაირად უნდა მოახერხო, რომ ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი არ მოახვედრო პოსტერში! კალაძის გარეშე საქართველოს ნაკრების ისტორია უბრალოდ არ არსებობს – ვერ იქნება ვერცერთი თქვენი პოზიცია მართებული, რადგან ყველანაირი პოლიტიკური გემოვნების ადამიანი გაფინანსებთ

ნიკოლოზ გაბელია „სეტანტას“: რანაირად უნდა მოახერხო, რომ ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი არ მოახვედრო პოსტერში! კალაძის გარეშე საქართველოს ნაკრების ისტორია უბრალოდ არ არსებობს – ვერ იქნება ვერცერთი თქვენი პოზიცია მართებული, რადგან ყველანაირი პოლიტიკური გემოვნების ადამიანი გაფინანსებთ

როგორ და რანაირად უნდა მოახერხო რომ ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი არ მოახვედრო ამ პოსტერში !!!! კალაძის გარეშე საქართველოს ნაკრების ისტორია უბრალოდ არ არსებობს !!!! ტეხავს ბიძიკო, მაგრად ტეხავს ეგ ამბავი ! – ასე ეხმიანება მსახიობი, ნიკოლოზ გაბელია, „სეტანტას“ მიერ გაკეთებულ პოსტერს.

გაბელიას განცხადებით, სირცხვილია, როდესაც აღნიშნულ კოლაჟში ვერ ხვდება კახი კალაძე, რომელიც ყველა დორის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელია.

მისივე თქმით, „სეტანტას“ პოზიცია ვერ იქნება მისაღები, რამდენადაც მას ყველა პოლიტიკური გემოვნების ადამიანი აფინანსებს.

„Setanta Sports Georgia თქვენ ხართ ტელევიზია რომელსაც რომ უყუროს ადამიანმა ცალკე ფული უნდა გადაიხადოს. ასევე თუ ტელეფონში გსურს ტრანსლაციების ხილვა, იქ ცალკე უნდა იხადო ყოველ თვე გადასახადი… ანუ ამ თანხას იხდის როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერიც და საერთოდ აპოლიტიკური ადამიანიც !!!! არ და ვერ იქნება ვერცერთი თქვენი პოზიცია მართებული რადგან ყველანაირი პოლიტიკური გემოვნების ადამიანი გაფინანსებთ !!!! ამიტომ სპორტული არხი რომ აპოლიტიკური უნდა იყოს ამაზე საუბარს რომ ვიწყებ უკვე მაგრად მესირცხვილება !!!! როგორ და რანაირად უნდა მოახერხო რომ ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი არ მოახვედრო ამ პოსტერში !!!! კალაძის გარეშე საქართველოს ნაკრების ისტორია უბრალოდ არ არსებობს !!!! ტეხავს ბიძიკო, მაგრად ტეხავს ეგ ამბავი !!!! პოსტერს თუ ჩახედავთ ოთხჯერ ჩანს გურამ კაშია !!! ოთხჯერ ბიჭო !!!!! მისი წინააღმდეგი საერთოდ არ ვარ !!! მაგრამ როგორ და ნარაირად უნდა მოახერხო ის, რომ ერთხელ მაინც არ გამოაჩინო ორჯერ ჩემპიონთა ლიგის მომგები და ქვეყნის უპირველესი ნაკრების ყოფილი კაპიტანი ვერ ვხვდები !!!!! იმედს ვიტოვებ რომ უბრალოდ გამოგრჩათ და მეტი არაფერი !!!! თორემ იმას ვფიქრობ, რომ აკაცუკების და მათი სოც. შემოსევის შეგეშინდათ,“- წერს ნიკოლოზ გაბელია.