ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ დავით ჩიხელიძე„ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს, რადგან ოპოზიციას რომ საქართველოს წინსვლა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება უხაროდეთ, ვიზიტის მნიშვნელობას სათანადოდ შეაფასებდნენ“ დღეს 8 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი7°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი7°C
  • თელავი3°C
  • გორი4°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−4°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 10 ნოემბერი
  • USD2.5943−0.0006
  • EUR2.9041+0.0043
  • GBP3.4821+0.0075
  • TRY0.0517
  • 100 RUB3.1484−0.0229
  • AZN1.5261−0.0006
  • 1000 AMD7.1864−0.0117
  • 10 UAH0.5707−0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ7 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ22:17
ნიკოლოზ მეტრეველი

განცხადება · 88 ნახვა

„სუს-ის გადაწყვეტილება, რომ ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები აღარ იყოს საჯარო, აბსოლუტურად ლოგიკური და გამართლებულია ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილება, რომ ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები აღარ იყოს საჯარო, აბსოლუტურად ლოგიკური და გამართლებულია ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, – წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, მსგავსი პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში არსებობს უსაფრთხოების სფეროში მოქმედი მაღალჩინოსნების ზეწოლის, შანტაჟისა და ოპერატიული საქმიანობის დაზიანების თავიდან არიდების მიზნით.

“უსაფრთხოების სფეროში მოქმედი მაღალჩინოსნების ფინანსური და პერსონალური მონაცემების სრული გამჭვირვალობა ქმნის დამატებით რისკებს, მათ შორის ზეწოლის, შანტაჟისა და ოპერატიული საქმიანობის დაზიანების კუთხით. აქედან გამომდინარე, მსგავსი პრაქტიკა ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში მოქმედებს. სამწუხაროა, რომ აგენტებით სავსე ე.წ ქართული ოპოზიცია და NGO სექტორი ამ საკითხს მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებით აფასებენ და უგულველყოფენ რეალურ საფრთხეებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. ასეთი დამოკიდებულება ხელს არ უწყობს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სინამდვილეში, სუს-ის ამ გადაწყვეტილების მიზანი ნამდვილად არ არის გამჭვირვალობის უარყოფა, არამედ მისი მიზანია გონივრული დაბალანსება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნებთან.” – წერს მეტრეველი.

ნიკოლოზ მეტრეველი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ნიკოლოზ მეტრეველი„გია ხუხაშვილის პროგნოზების სიზუსტე და მათი პოლიტიკური შედეგები ერთმანეთს მშვენივრად შეეფერება – ზუსტად შესაფერისი მრჩეველია. ბატონო გია, საბედნიეროდ არქივები არ იწვიან“
  2. ნიკოლოზ მეტრეველი„სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების დარბევა და სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება. მაგრამ ამავე დროს, ძალის გამოყენების აუცილებლობა და თანაზომიერება ყველგან უნდა შემოწმდეს - პარიზშიც, ბრიუსელშიც და თბილისშიც“
  3. ნიკოლოზ მეტრეველი„ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“ ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა“
  4. ნიკოლოზ მეტრეველი„დღეს პოლიტიკური აქცია კი არ იმართება, არამედ ჩვეულებრივი ლგბტ პრაიდი ჩაივლის, რომლის ლიდერადაც უცხოელმა პატრონებმა ნიკა გვარამია შემთხვევით არ შეარჩიეს“