Uncategorized

ბოჭორიშვილი: სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით ვახერხებთ ურთულეს გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებას და სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის სათანადო გარემოს შექმნას

სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით ვახერხებთ ურთულეს გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებას და სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის სათანადო გარემოს შექმნას, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციაზე.

მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ სანქციების რეჟიმის დაცვის მიზნით, მყისიერად დაიწყო შეაბამისი ღინისძიებების გატარება, იმისათვის, რომ საქართველო არ ყოფილიყო გამოყენებული სანქციების რეჟიმის გვერდის ავლისთვის და ამ დრომდე წარმატებით ახორციელებს ამ პოლიტიკა.

„მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე, როგორც როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი სატელიტების, ისე გარე ძალების მიერ.

ეს ფაქტიც მოწმობს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა არის გარკვეული ძალების სამიზნე, რომლებიც არ იშურებენ ძალისხმევას, საფრთხე შეუქმნან ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ქვეყნაში მშვიდობას და უსაფრთხოებას.

ამ მოცემულობაში საქართველოს ხელისუფლების ბრძოლა საქართველოს ინტერესების დასაცავად არც თუ ისე მარტივია, მაგრამ მხოლოდ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით ვახერხებთ ურთულეს გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებას და სტაბილური ეკონომიკური განვითრებისთვის და კეთილდღობისთვის სათანადო გარემოს შექმნას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ჩუბინიძის დაკავებაზე: „ასავალ – დასავალმა“ ბინძური კამპანიით სერიოზული ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს, რაც მიზანმიმართული მცდელობა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ჩუბინიძის დაკავებაზე: პროფესიული საქმიანობა არავის ათავისუფლებს პასუხიმგებლობისგან, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაავრცელო ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დომენტი ჩუბინიძის დაკავება იმ პროცესის კანონზომიერი ფინალია, როდესაც მედიასიტყვა იძენს პრეტენზიას სუროგატული პოლიტიკური პარტიის როლზე, როდესაც სარედაქციო სვეტები პოლიტიკურ შტაბად, ხოლო პუბლიცისტიკა – დეზინფორმაციული და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივების კონსტრუირების ინსტრუმენტად გარდაიქმნება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.