განათლება

პროფესიული განათლება ქველმოქმედებაში – „კოლეჯი პრესტიჟის“ სტუდენტები ახალი ტაძრის მშენებლობაში ჩაერთნენ

თელავში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, ლეგიონის ბაზაზე მიმდინარეობს ახალი ტაძრის მშენებლობა, რომლის ელექტრო სისტემის დაქსელვაში აქტიურად არიან ჩართულები კოლეჯის ელექტრიკოსის პროგრამის სტუდენტები.

მშენებლობის პროცესში სტუდენტების მონაწილეობა განხორციელდა კოლეჯის დირექტორის ბ-ნი კონსტანტინე დოლიძის ინიციატივით, რაც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების გაძლიერებასა და სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გაზრდას რეალურ სამუშაო გარემოში.

ელექტრო გაყვანილობის სამუშაოებს სტუდენტები ასრულებენ პროფესიულ მასწავლებლთან გივი თამარაშვილთან ერთად , რაც უზრუნველყოფს პროცესის უსაფრთხოებასა და ხარისხს. პროექტს არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ საზოგადოებრივი მნიშვნელობაც აქვს. სტუდენტების ჩართულობა ტაძრის მშენებლობაში ხაზს უსვამს შრომის, ერთიანობისა და სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას.

კოლეჯის დირექტორის ინიციატივა მნიშვნელოვანი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება პროფესიული განათლება რეალურ პროექტებში ინტეგრირდეს და სტუდენტებს მისცენ შესაძლებლობა, განვითარდნენ როგორც პროფესიულად, ისე მოქალაქეობრივად.

ახალგაზრდების მონაწილეობა ტაძრის მშენებლობაში კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პროფესიული განათლება მხოლოდ თეორიულ ცოდნას არ მოიცავს — ის არის პრაქტიკული გამოცდილებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მნიშვნელოვანი პლატფორმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა