ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“ დღეს 36 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი2°C
  • ბათუმი8°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი4°C
  • ზუგდიდი5°C
  • თელავი1°C
  • გორი2°C
  • ახალციხე0°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური−3°C
  • მესტია−10°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ17 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ22:06
თამარ ჩიბურდანიძე

განცხადება · 136 ნახვა

„თანამედროვე ლიბერალიზმის აპოგეა არის სრული პიროვნული თავისუფლება, რაც მომხიბვლელია, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის. რეალურად კი, თავად ფსევდოლიბერალიზმი არღვევს თავისუფლების პრინციპს“

„თანამედროვე, ანუ ფსევდოლიბერალიზმის მიზანია აქციოს თითოეული ადამიანი მის მსხვერპლად, შეათრიოს მის მარწუხებში და მართოს ისე, როგორც მას უნდა,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა თანამედროვე ლიბერალიზმისათვის დამახასიათებელ ნიშნებზე ისაუბრა.

თამარ ჩიბურდანიძის განცხადებით, ფსევდოლიბერალიზმი ქადაგებს სრულ თავისუფლებას, რითიც ხიბლავს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებსა და მოზარდებს. სინამდვილეში კი, მისი თქმით, არღვევს თავისუფლების პრინციპს და იმონებს ყველას, ვისშიც შეაღწევს.

„თანამედროვე ლიბერალიზმი კატეგორიულად სცილდება და ცდება კლასიკური ლიბერალიზმის ჩარჩოებს, მის ფილოსოფიასა და პოლიტიკას და დღეს ის არსად, არცერთ ქვეყანაში კლასიკური შინაარსით არ არსებობს. ის ლიბერალიზმი, რომელიც წარმოიშვა ორი საუკუნის წინ, ეფუძნებოდა ეროვნულ და პიროვნულ იდენტობას, რომელშიც იყო თავმოყრილი ეროვნული ტრადიციები და ღირებულებები. ეს არის ყველაზე მთავარი, ამ იდეოლოგიით შემოვიდა და დაფუძნდა ლიბერალიზმი პოლიტიკური იდეოლოგიების ასპარეზზე და დაიმკვიდრა თავისი ადგილი.

თუმცა, თანამედროვე ლიბერალიზმი ცდება ყველა ჩარჩოს და დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს ულტრალიბერალიზმი და ფსევდოლიბერალიზმი, რომელსაც ხშირად ლიბერალურ ფაშიზმს ვუწოდებთ. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის გამოვლენა, როცა მშობელს არაფერს ეკითხები, ყველანაირ უფლებას ართმევ და მისი გაჩენილი და გაზრდილი შვილის ბედს წყვეტ შენ და არა მშობელი.
ლიბერალიზმი პოლიტიკური იდეოლოგიაა, პოლიტიკას მოიცავს და მის მარწუხებში აქცევს ყველაფერს. მისი იდეოლოგიის მსხვერპლია თითოეული ადამიანი. მსხვერპლს კი, ლიბერალიზმი იყენებს პოლიტიკაში გრძელვადიანად ყოფნის და არსებობის მიზნით. თუკი, ბავშვი მშობელმა ჩამოაყალიბა დამოუკიდებლად, ჩაუნერგა მას ღირებულებები, ტრადიციები, თუკი ბავშვში მშობელმა თავიდანვე შენიშნა ეროვნული იდენტობის, რელიგიის, რწმენის სიმტკიცის ნიშნები, მაშინ ეს ბავშვი ვერ იქნება მათი იარაღი.

თანამედროვე, ანუ ფსევდოლიბერალიზმის მიზანია აქციოს თითოეული ადამიანი მის მსხვერპლად, შეათრიოს მის მარწუხებში და მართოს ისე, როგორც მას უნდა. თანამედროვე ლიბერალიზმის აპოგეა არის სრული პიროვნული თავისუფლება, რაც მომხიბვლელია, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის. არადა, ისინი ამ თითქოსდა თავისუფლებაში კი არა, ფსევდოლიბერალიზმის სრულ ტყვეობაში ექცევიან. რეალურად კი, თავად ფსევდოლიბერალიზმი არღვევს თავისუფლების პრინციპს და ის იმონებს ყველას, ვისშიც შეაღწევს,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

თამარ ჩიბურდანიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თამარ ჩიბურდანიძე„ის, რაც გუშინ, Euronews-ის ღონისძიებაზე ვიხილეთ იყო შოუ - ირაკლი კობახიძე იყო სამიზნე, რომელზეც შტურმი ხორციელდებოდა, მაგრამ, პრემიერის მისი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, ევრობიუროკრატებმა მათთვის სასურველი შედეგის ნაცვლად, უკუშედეგი მიიღეს“
  2. თამარ ჩიბურდანიძე„დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს — მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია ევროპისთვის“
  3. თამარ ჩიბურდანიძე„პრემიერის გადაწყვეტილება საპენსიო ზრდაზე არის გაბედული და დასაფასებელი, რადგან საპენსიო ასაკში შევიდა გასული საუკუნის 60-იანელების პიკური შობადობის თაობა“
  4. თამარ ჩიბურდანიძე„ევროპას ევრობიუროკრატია ჩუმი სიკვდილით კლავს – შეიძლება საზოგადოებრივი დაპირისპირება ახალ ისტორიულ ტრაგედიად გადაიქცეს“