პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო ღრმად ინტეგრირდება დასავლურ ფინანსურ სივრცეში არა დეკლარაციების, არამედ რეალური ფულადი ნაკადების მეშვეობით

„ფულადი გზავნილები აღარ არის მიბმული ერთ გეოგრაფიულ ცენტრზე და განაწილებულია რამდენიმე მიმართულებას შორის, რაც ამცირებს გარე შოკებისადმი მოწყვლადობას,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ფულადი გზავნილების გეოგრაფიის ანალიზს აკეთებს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საქართველოსკენ მომართული ფინანსური ნაკადების ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ გზავნილებში არ არის დომინანტი ქვეყანა და არეალი გაფართოებულია.

დავით ქართველიშვილი იმაზეც აკეთებს აქცენტს, რომ გადარიცხვების მოცულობა ცალსახად ადასტურებს იმას, რომ რადიკალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ხელისუფლება ზღუდავს ემიგრანტების მიერ სამშობლოში ფულად გზავნილებს, ცილისწამებასა და ცრუ ბრალდებებს წარმოადგენს.

„ფულადი გზავნილების ზრდა საქართველოში აღარ არის უბრალოდ სტატისტიკა – ეს არის გარე ფინანსური ნაკადების სტრუქტურის ხარისხობრივი ცვლილების მაჩვენებელი. თითქმის 10%-იანი მატება წლიურად და დაახლოებით 320 მილიონი დოლარი მარტში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სწორედ იმ ფონზე, რომ წარსულში დომინანტური წყარო – რუსეთიდან გადმორიცხვები, დღეს ან მნიშვნელოვნად შეზღუდულია, ან დაკარგული აქვს თავისი წინა როლი. სხვა სიტყვებით, ეს ზრდა ჩამოყალიბებულია ტრადიციულად ყველაზე დიდი წყაროს გარეშე, რაც მას არსებითად უფრო მდგრადსა და დივერსიფიცირებულს ხდის.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ თანხების გეოგრაფია. ძირითადი ნაკადი მოდის ევროკავშირის ქვეყნებიდან და აშშ-დან, სადაც ფინანსური ტრანზაქციები მკაცრად რეგულირდება, ხოლო გადაწყვეტილებები ეფუძნება გრძელვადიან ნდობას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო ღრმად ინტეგრირდება დასავლურ ფინანსურ სივრცეში არა დეკლარაციების, არამედ რეალური ფულადი ნაკადების მეშვეობით. ფაქტობრივად, ხდება წარსული დამოკიდებულების ჩანაცვლება უფრო ფართო და მდგრადი წყაროებით. მთავარი დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ეკონომიკა აჩვენებს არა მხოლოდ ზრდას, არამედ მდგრადობის მოდელის გადატვირთვას.

ფულადი გზავნილები აღარ არის მიბმული ერთ გეოგრაფიულ ცენტრზე და განაწილებულია რამდენიმე მიმართულებას შორის, რაც ამცირებს გარე შოკებისადმი მოწყვლადობას. შედეგად, ეს 320 მილიონი დოლარი წარმოადგენს არა მხოლოდ ოჯახების მხარდაჭერას, არამედ მკაფიო სიგნალს, რომ ქვეყანა წარმატებით ადაპტირდება ახალ რეალობასთან, ამყარებს შიდა მოთხოვნას, მცირე ბიზნესს და მთლიან ეკონომიკურ სტაბილურობას.

ახლა კი, გავიხსენოთ უსამშობლოთა კლასტერის მიერ წინასაარჩევნოდ (და არა მხოლოდ) გავრცელებული დეზინფორმაცია, რომ საკუთარი საკანონმდებლო ინოვაციებით – მოქმედი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ემიგრანტების მიერ სამშობლოში ფულად გზავნილებს შეზღუდვები დაუწესოს. ამ ცილისწამებას, ფეიკს და შიშებით ვაჭრობას ყველაზე კარგი პასუხი გასცა შარშანდელმა 10%-იანმა ზრდამ, და არა კლებამ, თუ შეზღუდვამ,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.