ირანის ხელისუფლება ჰორმუზის სრუტეზე შეზღუდული კომერციული ტრანზიტის შესახებ შეთანხმებას აუქმებს და გემების გადაადგილებაზე „მკაცრ კონტროლს“ აღადგენს, — ამის შესახებ ირანის არმიის გენერალურმა შტაბმა განაცხადა.
„აშშ-ის მხრიდან მიმდინარე მეკობრული აქტებისა და საზღვაო ბლოკადის გამო, ირანი აუქმებს შეთანხმებას, რომელიც ჰორმუზის სრუტეში შეზღუდული კომერციული ტრანზიტის უფლებას იძლეოდა“, — ნათქვამია განცხადებაში.
სანამ აშშ არ აღადგენს გადაადგილების თავისუფლებას ყველა იმ გემისთვის, რომელიც ირანში შედის, „ჰორმუზის სრუტეში ვითარება მკაცრი კონტროლის ქვეშ დარჩება“, — აღნიშნულია დოკუმენტში.
Facebook Comments Box











