Uncategorized

შალვა პაპუაშვილი- შემდეგ ჯერზე, როდესაც დიდი ბრიტანეთი სიტყვას დაძრავს მედიასთან დაკავშირებით, შევახსენებთ, რომ ბრიტანეთში არის აბსოლუტურად მსხვერპლის მიმართ მტრული სამართლებრივი გარემო

x

ახლა ვართ მესამე ეტაპზე, რომ შევიტანოთ კიდევ ერთი საჩივარი, ისევ „ბიბისის“ უნდა მივმართოთ, სადაც კიდევ ერთი დონით მაღლა ხდება განხილვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მესამე ეტაპზე განხილვაში ჩაერთვებიან „ბიბისის“ ბორდი და გარე ექსპერტები, რომლებიც ამ საკითხს განიხილავენ.

„აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა არის კოშმარი. არ ვიცი, რა პირით გვესაუბრებიან ხოლმე ჩვენ რაიმე მართლმსაჯულების თუ სამართლებრივ პროცედურებზე. პროცედურულად რომ ავხსნა, ჯერ ჩვენ უნდა მიგვემართა თავად „ბიბისისთვის“. პროცედურის მიხედვით, ჯერ დასხდნენ იგივე ჟურნალისტები, ვინც ეს ცილისწამება გაავრცელა, განიხილეს ჩვენი საჩივარი და თქვეს, რომ არა, ჩვენ ვართ მართლებიო. ეს საერთოდ აბსურდია. ჟურნალისტები, რომლებმაც ტყუილი გამოიგონეს, განიხილეს ჩვენი საკითხი და გვითხრეს უარი. ამის შემდეგ შევაბრუნეთ საჩივარი და, სამწუხაროდ, იმ მართლაც მსხვერპლის საზიანო კანონმდებლობით, რომელიც ბრიტანეთში არსებობს და აბსოლუტურად არღვევს მაყურებლის თუ ადამიანის უფლებას, შევიტანეთ ხელახალი საჩივარი. ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ შემდეგი ინსტანცია გახლავთ იმ ხალხის რედაქცია, უფროსობა ასე ვთქვათ, სარედაქციო ჯგუფი, რომელმაც დაავალა ეს სიუჟეტი, ჩაიბარა და გაუშვა ეს სიუჟეტი. ამ რედაქციამ განიხილა და მათაც, ჩვენდა გასაკვირად, თქვეს, რომ არა, ჩვენ ვიყავით მართლებიო და უარი შემოვიდა.

ახლა ვართ მესამე ეტაპზე, რომ შევიტანოთ კიდევ ერთი საჩივარი. ისევ „ბიბისის“ უნდა მივმართოთ, სადაც ახლა კიდევ ერთი დონით მაღლა ხდება განხილვა, მაგრამ, ასევე, „ბიბისიში“ რომელმაც ეს სიუჟეტი დაუკვეთა, ჩაიბარა და  გაუშვა. ასე რომ, ჩვენ ახლა ვამზადებთ, უკვე გამოდის მესამე საჩივარს, რომელიც შებრუნდება ისევ „ბიბისიში“ ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება, შემდეგ უკვე სხვა ეტაპები აქვს. როგორც ირკვევა ახლა არის „ბიბისის“ ბორდი, სადაც უნდა იყვნენ გარე ექსპერტები ჩართული, რომლებიც ამ საკითხს განიხილავენ. პასუხი, სავარაუდოდ, ერთი კვირის წინ მივიღეთ ალბათ. თუ ასე ძალიან გაინტერესებთ, რამდენად სამარცხვინოდ იქცევა „ბიბისი“, კი ბატონო. ჩვენ „ბიბისიში“ გასაჩივრებას ფაქტობრივად ვუყურებთ, როგორც ფორმალობას. ფაქტია, ვინც დააშავა არ იტყვის, რომ მე ვარ დამნაშავეო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დიდ ბრიტანეთში მსხვერპლის მიმართ მტრული კანონმდებლობაა.

„ფაქტია, რომ დიდ ბრიტანეთში არის მსხვერპლის მიმართ მტრული კანონმდებლობა. წარმოიდგინეთ, ამის უკან რამხელა შრომა და ხარჯი დევს. წარმოიდგინეთ, ამას ჩიოდეს არა პარტია, რომელიც ფინანსურად ძლიერია და შესაძლებლობაც აქვს იურიდიულად ასეთ საჩივრებზე იმუშაოს, არამედ ჩვეულებრივი ადამიანი. ფაქტობრივად მსხვერპლი არის ჩვეულებრივი ჭიანჭველას დონეზე, რომელსაც არანაირი უფლება არ აქვს. შემდეგ ჯერზე, როდესაც დიდი ბრიტანეთი სიტყვას დაძრავს მედიასთან დაკავშირებით, შევახსენებთ, რომ არის აბსოლუტურად მსხვერპლის მიმართ მტრული სამართლებრივი გარემო. ამ ტენდენციას თუ შევხედავთ, ახლა ისეა, რომ თავისი თავის გამტყუნება არ უნდათ.

შემდეგ არის სასამართლო. ამით, უპირველეს ყოვლისა, თავს აზიანებენ, რაც უფრო გაწელავენ პროცესს, რომ რეალობას შეხედონ თვალებში, მით უფრო მტკივნეული იქნება, საბოლოო ჯამში, მათთვისვე. ჩვენ ვთქვით, რომ გავივლით ყველა ინსტანციას. თუ საჭირო გახდა, სტრასბურგამდეც მივალთ. ჯერ დაველოდოთ მაინც. იმედია, რომ გადაწყვეტილება ობიექტური იქნება. არ მინდა, დეტალებში შევიდე, რადგან ეს არის დავის საკითხი და ჩვენ, ზოგადად, მათ შორის, ვინაიდან ეს შიდა ინსტანციები არის, უნდა მოვერიდოთ ამ დავის ზედმეტ პოლიტიზებას. ერთი რამე ფაქტია, რა არის მთავარი, რასაც ჩვენ ვედავებით, ეს არის დიდი ტყუილი, რომელიც გამოიგონეს „კამიტთან“ დაკავშირებით, თითქოს საქართველოში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. შეგახსენებთ, თუ ვინმე იყენებდა, ქიმიურ იარაღს, ინგლისი იყო, ისტორიულად საქართველოს ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობის ნაწილზე რა პასუხი აქვს „ბიბისის“ პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დეტალებს ვერ გააზიარებდა, თუმცა „ბიბისის“ უსუსური არგუმენტები ჰქონდა.

„მოკლედ, დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მცდელობები არის, რომ ყველაფერში თავი იმართლონ. კიდევ ერთხელ, არის აბსოლუტურად უსუსური არგუმენტები, რომელიც გვესმის ჩვენ. არაფერს არ აღიარებენ საერთოდ. აი, „ფორმულას“ დონეზე არის დასული „ბიბისი“. როგორც თქვენ არ აღიარებთ არასდროს, რომ ტყუილს და დეზინფორმაციას ავრცელებთ. რა, აღიარებთ?! არა.

ჩვენთვის მთავარი არის აღიარება, რომ დეზინფორმაცია იყო გავრცელებული. იყოს აღებული პლატფორმიდან ეს სიუჟეტი. სიუჟეტის აღება იქნება ბოდიში და გამოხატულება იმისა, რომ აღიარეს. გასაგებია, რომ ამ სიუჟეტს გონებიდან ვერავინ წაშლის. ის მავნებლობა, რაც მათ უნდოდათ, ჩადენილი აქვთ უკვე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა პაპუაშვილს კითხვა დაუსვა, რატომ არ გაავრცელეს „ბიბისის“ პასუხი, თუ იგი ერთი კვირის წინ მიიღეს. პარლამენტის თავმჯდომარემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ არ უნდოდათ დიდი ბრიტანეთის შერცხვენა.

„არ გვინდა, კიდევ ერთხელ შევარცხვინოთ დიდი ბრიტანეთი, რომ ასეთი საშინელი კანონმდებლობა აქვთ და წრეზე გვატარებენ „ბიბისიში“. მივწერთ, ისინი ამბობენ არა, ჩვენ ვართ მართლებიო. ამას ვაჩვენებთ, საერთო ჯამში, რომ არის აბსოლუტურად არაადეკვატური კანონმდებლობა დიდ ბრიტანეთში. ჩათვალეთ, რომ როგორც მოქალაქეს, თქვენ რომ დაგეჯახოთ მედია, თქვენ გაგჭყლეტთ, როგორც ჭიანჭველას. ამას აკეთებს დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობა, ვერაფერს ვერ გააკეთებთ იქ, თუ არ ხართ შეძლებული ადამიანი, თუ არ გაქვთ გავლენები, თუ არ გაქვთ იურიდიული ფირმები, რომლებიც თქვენ გვერდში დადგებიან. ზოგადად, ეს ანგლო-ამერიკული სისტემის პრობლემა არის, რომ, სამწუხაროდ, იქ სასამართლო პროცესი არა ადამიანზე ორიენტირებული, არამედ ფულზე ორიენტირებულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა