პოლიტიკა

Nikon-მა რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ოპტიკური აღჭურვილობის მწარმოებელმა კომპანია Nikon Corporation-მა, რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა, – ამის შესახებ რუსული მედია, „როსპატენტის“ ელექტრონული მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით წერს.

დოკუმენტების თანახმად, NIS Elements სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის განაცხადი სააგენტომ 2024 წლის სექტემბერში მიიღო, განმცხადებლად კი „ნიკონ კორპორეიშენი“ იყო მითითებული.

„როსპატენტმა“ დადებითი გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილში მიიღო. ამ სავაჭრო ნიშნით კომპანია რუსეთში შეძლებს მიკროსკოპების გაყიდვას. Nikon Corporation ოპტიკის, კამერების და ფოტო და ვიდეო აღჭურვილობის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა