პოლიტიკა

ოპოზიციის პროპაგანდისტი დავით ნებიერიძე: უკლებლივ ყველა დღევანდელ ქართველ სპორტსმენს მინდა გითხრათ: სამაგალითო მოქალაქეები კი არა ფარჩაკები ხართ, პირში გაჩრილი ოქროს მედლებით და ფულით ჯიბე გამოვსებული კაცუნები ხართ

თქვენი წარმატება მხოლოდ სპორტის ფარგლებში რჩება და საზოგადოებაში ლაჩრები და მედროვეები ხართ. პირში გაჩრილი ოქროს მედლებით და ფულით ჯიბე გამოვსებული კაცუნები ხართ, – წერს ოპოზიციის პროპაგანდისტი, დავით ნებიერიძე, ქართველი სპორტსმენების მოსამართით სოციალურ ქსელში.

ნებიერიძე სპორტსმენებს სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვით მოიხსენიებს და ფარჩაკებს უწოდებს. მისივე თქმით, უკლებლივ ყველა სპორტსმენი უღირსია.

“ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში დასასრულისკენ მივიდა. ჰო და ზოგადად სპორტზე და სპორტსმენებზე კვლავ მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა. სპორტის ფუძემდებლის, როგორც კულტურის შემადგენელი ნაწილის ძველი ბერძნები არიან. ნუ, მაშინ ქალები სპორტში კი არა სტადიონზეც არ დაიშვებოდნენ. მომიტევონ დიდმა ქალმა სპორტსმენებმა. ჰო და მაშინდელი საზოგადოებისთვის სპორტსმენები და ასპარეზობებში გამარჯვება ვაჟკაცობის განსახიერებად ითვლებოდა და ამით გაამყარა სპორტმა თავი კულტურაში. თუმცა, პრივილეგიების გარდა სპორტი განუზომელ ვალდებულებებსაც აკისრებდა სპორტსმენებს. ისინი სანიმუშო მოქალაქეები და საზოგადოების სამაგალითო წევრები უნდა ყოფილიყვნენ სპორტის მიღმაც.

ჰო და უკლებლივ ყველა დღევანდელ ქართველ სპორტსმენს მინდა გითხრათ: სამაგალითო მოქალაქეები კი არა ფარჩაკები და პრო*ები ხართ. მარტო საკუთარ თავზე ფიქრობთ და ხალხიც ფეხებზე გკიდიათ და სახელმწიფოც. იმიტომ რომ თქვენი წარმატება მხოლოდ სპორტის ფარგლებში რჩება და საზოგადოებაში ლაჩრები და მედროვეები ხართ. პირში გაჩრილი ოქროს მედლებით და ფულით ჯიბე გამოვსებული კაცუნები ხართ. ახლოსაც არ დგახართ ვაჟკაცობასთან. ქვეყანას დედა აღარ ჰყავს, ბავშვებს ლეწავენ ქუჩებში და ტროტუარზე დგომის გამო, სამშობლოს სიყვარულის გამო პატიმრობას უსჯიან. ვაჟკაცობა ქვეყანაში დასჯადი გახდა და თქვენ სდუმხართ. ერთი სიტყვა არ დაგცდენიათ მთელი წლის მანძილზე. ერთი პროტესტი არ გამოგიხატავთ. სიტყვა არ შეგიწევიათ დალეწილი ბავშვებისთვის და სინდისის პატიმრებისთვის. მიმიფურთხებია თქვენი ჯილდოებისთვის და თქვენი ნამუსისთვის. უღირსები ხართ უკლებლივ ყველა. სპორტშიც პრო*ები ხართ და პოლიტიკაშიც”, – წერს დავით ნებიერიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.