პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: მივესალმები დამნაშავე პოლიტიკური ძალების აკრძალვასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ სარჩელში ბოკერია-ჩერგოლეიშვილის პარტიის დამატებას – სისხლიანი რეჟიმის შემქმნელ პარტიას კონსტიტუციით აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა და ეს ვერდიქტი ბოკერიაზე არ გავრცელდეს, ყოვლად წარმოუდგენელია

x

გასაკვირი და აღმაშფოთებელი იყო, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ რატომღაც გვერდი აუარა ბოკერიას პერსონას და სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, ბოროტების მთავარი იდეოლოგი გიგა ბოკერია გამოკითხვაზეც არ დაიბარა. დღეს, ასაკრძალი პარტიების სიაში ბოკერია-ჩერგოლეიშვილის დამატებით, ეს ნაკლოვანება, შეიძლება ითქვას, აღმოფხვრილია, – წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, წარმოუდგენელია, სისხლიანი რეჟიმის შემქმნელ პარტიას კონსტიტუციის ძალით აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა და ეს ვერდიქტი ბოკერიაზე არ გავრცელდეს.

“მივესალმები დამნაშავე პოლიტიკური ძალების აკრძალვასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ სარჩელში ბოკერია-ჩერგოლეიშვილის პარტიის დამატებას. არ დავმალავ, პირადად ჩემთვის გასაკვირი და აღმაშფოთებელი იყო, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ რატომღაც გვერდი აუარა ბოკერიას პერსონას და სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, ბოროტების მთავარი იდეოლოგი გიგა ბოკერია გამოკითხვაზეც არ დაიბარა. დღეს, ასაკრძალი პარტიების სიაში ბოკერია-ჩერგოლეიშვილის დამატებით, ეს ნაკლოვანება, შეიძლება ითქვას, აღმოფხვრილია. სისხლიანი, ჯალათური რეჟიმის შემქმნელ პარტიას კონსტიტუციის ძალით აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა და ეს ვერდიქტი ბოკერიაზე არ გავრცელდეს, ყოვლად წარმოუდგენელია. ეს იგივე იქნებოდა, ნიურნბერგის პროცესის დროს იოზეფ გებელსი ცოცხალი ყოფილიყო და ტრიბუნალის განაჩენი მას არ შეხებოდა. ახლა ბურთი საკონსტიტუციო სასამართლოს მოედანზეა. საქართველოს მოსახლეობის გადამწყვეტი უმრავლესობა ელოდება სამართლიან გადაწყვეტილებას.” – წერს ხუბუა X-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.