პოლიტიკა

პაპუაშვილი დიუშენის სამკურნალო წამალზე: მთავარი პრინციპი, რითაც ამოდის სახელმწიფო ეს არის, რომ„არ ავნო“, ისე უნდა მივუდგეთ, რომ უარესი შედეგი არ იყოს, აუცილებელია რისკები გააცნობიეროს ყველამ, უპირველეს ყოვლისა, მშობლებმა

მთავარი პრინციპი, რითაც ამოდის სახელმწიფო ეს არის, რომ „არ ავნო“. ისე უნდა მივუდგეთ, რომ უარესი შედეგი არ იყოს. აუცილებელია რისკები გააცნობიეროს ყველამ, უპირველეს ყოვლისა მშობლებმა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დიუშენის სინდრომის სამკურნალო პრეპარატის უკუჩვენებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ფრთხილი მიდგომა, რომ მიღებული გადაწყვეტილებით პაციენტები არ დაზარალდნენ.

„ეს უპირველეს ყოვლისა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების სამსჯელოა. რა თქმა უნდა ერთის მხრივ გასაგები არის მშობლების წუხილი და სურვილი, რომ იქნეს გამონახული გზები მკურნალობისა. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ მთავარი პრინციპი, რითაც იწყება ფიცი საექიმო არის, რომ „არ ავნო“. ისე არ უნდა ჩაერიოს ექიმი, რომ უარესი შედეგი გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ეს ვრცელდება საქართველოს სახელმწიფოზეც. ასე უყურებს სახელმწიფო ამ ყველაფერს, რომ აქ მნიშვნელოვანი არის პროფესიული ხედვა, ექიმების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების და მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით.

მთავარი პრინციპი, რითაც ამოდის სახელმწიფო სამედიცინო ჯანდაცვის სფეროში ეს არის, რომ „არ ავნო“. ისე უნდა მივუდგეთ ყველა საკითხს, რომ უარესი არ იყოს შედეგი. ვიცით, რომ გარკვეული პრობლემები სხვადასხვა მედიკამენტებს აქვს, ასე რომ აუცილებელია ყველა რისკი გააცნობიეროს ყველამ, უპირველეს ყოვლისა მშობლებმაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა