Uncategorized

პაპუაშვილი: წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის რღვევა იმასაც აჩვენებს, რომ რასაც გვეთამაშებოდნენ, თითქოს აინტერესებთ მრავალპარტიულობა, ეს ყველაფერი არის ფარსი, ინსტრუმენტები იმისთვის, რათა ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ

x

წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის რღვევა იმასაც აჩვენებს, რომ რასაც გვეთამაშებოდნენ, თითქოს აინტერესებთ მრავალპარტიულობა, ეს ყველაფერი არის ფარსი, ინსტრუმენტები იმისთვის, რათა ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად. კერძოდ, აღნიშნული განცხადებით შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს, რომ „უნგრეთში ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაციის და ორბანის მოცილების შემდეგ ოლიგარქიული ოჯახები საქართველოზე შეტევას გაორმაგებული ენერგიით გააგრძელებენ“.

პაპუაშვილის თქმით, მთავარი რაც ახლა ჩანს, არის ის, რომ ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში ამ ძალებს აინტერესებთ მარიონეტული ხელისუფლებების ყოლა სხვადასხვა ქვეყანაში.

„თავისთავად, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის რღვევა იმასაც აჩვენებს, რომ ის ფარსი, რასაც ჩვენ გვეთამაშებოდნენ, თითქოს აინტერესებთ მრავალპარტიულობა, აინტერესებთ პლურალიზმი, ეს ყველაფერი არის ფარსი, არის მხოლოდ საბაბი, ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ.

კიდევ ერთხელ, მთავარი რაც ახლა ჩანს, არის ის, რომ ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში ამ ძალებს აინტერესებთ მარიონეტული ხელისუფლებების ყოლა სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არის დღეს მთავარი ამოცანა, რასაც ვხედავთ, რომ დაიმორჩილონ ქვეყნები, როგორც იკვეთება, რომ ახალი გლობალური წესრიგისთვის სწორედ ამას ცდილობს დღეს ის „გლობალური ომის პარტია“, რომელიც ვხედავთ, რომ არ ისვენებს სხვადასხვა ქვეყანაში“, – აღნიშნა მან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ჩუბინიძის დაკავებაზე: „ასავალ – დასავალმა“ ბინძური კამპანიით სერიოზული ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს, რაც მიზანმიმართული მცდელობა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ჩუბინიძის დაკავებაზე: პროფესიული საქმიანობა არავის ათავისუფლებს პასუხიმგებლობისგან, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაავრცელო ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დომენტი ჩუბინიძის დაკავება იმ პროცესის კანონზომიერი ფინალია, როდესაც მედიასიტყვა იძენს პრეტენზიას სუროგატული პოლიტიკური პარტიის როლზე, როდესაც სარედაქციო სვეტები პოლიტიკურ შტაბად, ხოლო პუბლიცისტიკა – დეზინფორმაციული და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივების კონსტრუირების ინსტრუმენტად გარდაიქმნება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.