იქით გავუწევთ რეკომენდაციას თუ ვინმეს დასჭირდება, როგორ უნდა დაიცვან თავი გარე ჩარევისგან. სხვათა შორის ვაკვირდებით ამის წარმატებულ მაგალითს საქართველოს შემთხვევაში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა ჰკითხა, შესრულდება თუ არა რეკომენდაციები.
„სამი დღის წინ გახლდით სტამბოლში, სადაც გაიმართა მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ასამბლეა, სადაც ასზე მეტი ქვეყანა იყო წარმოდგენილი, სამი ათასამდე დელეგატი, პარლამენტის თავმჯდომარეები, ქვეყნების ლიდერები. გამოვედი ტრიბუნაზე და რეკომენდაცია გავუწიე ყველას, რომ მნიშვნელოვანია სუვერენიტეტის დაცვისთვის, შეიქმნას საერთაშორისო ჩარჩო უცხოური ჩარევისგან დასაცავად, ასევე უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობისთვის. ამის ბევრი მაგალითია – FARA, საფრანგეთი, ბრიტანეთი, თავად ევროკავშირის ე.წ. დემოკრატიული ფარი, რომელიც უცხოური გავლენისგან დაცვას ეწევა.
იქით გავუწევთ რეკომენდაციას თუ ვინმეს დასჭირდება, როგორ უნდა დაიცვან თავი გარე ჩარევისგან. სხვათა შორის ვაკვირდებით ამის წარმატებულ მაგალითს საქართველოს შემთხვევაში, როდესაც ზუსტადაც ჩვენი კანონმდებლობის შედეგად, პოლიტიკაში უცხოურმა ფულმა იკლო. რადიკალურ ოპოზიციაში არიან ამ კონსპირაციულ ბლაჟევიჩის პროექტებზე დამოკიდებულნი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.











