ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონის განვითარების მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. პროექტის მიზანია სამეგრელოს რეგიონში ახალი ტურისტული ცენტრის შექმნა, ინფრასტრუქტურის განახლება და ეკონომიკური აქტივობის სტიმულირება.
სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება ანაკლია-განმუხურის ტურისტული ზონა.
65 ჰექტარზე გათვალისწინებულია მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცეების განვითარება, მათ შორის საბავშვო, სპორტული, კულტურული და დასასვენებელი ზონები. ასევე, იგეგმება საფეხმავლო და ველო ბილიკების მოწყობა, არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ანაკლიისა და განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის განახლება.
Facebook Comments Box











