პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: დღევანდელ დინამიკურ პოლიტიკურ გარემოს სჭირდება აქტიური მამუკა მდინარაძე,  რომელიც ერთდროულად ფლობს როგორც მენეჯერულ, ისე პოლიტიკურ რესურსს. მისი დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი,  ნაბიჯი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი პოტენციალის გამოყენებას და სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას

x

მმართველმა გუნდმა მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები განახორციელა, რაც სისტემური მართვის გაძლიერებისკენ მიმართული სტრატეგის ნაწილია. განსაკუთრებულ ყურადღებს იმსახურებს ახალი უწყების  სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს  შექმნა, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის თქმით, მამუკა მდინარაძე ძლიერი მენეჯერია, რომელსაც შეუძლია კომპლექსური და მრავალშრიანი სტრუქტურების ეფექტიანად მართვა.

„მმართველმა გუნდმა მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები განახორციელა, რაც სისტემური მართვის გაძლიერებისკენ მიმართული სტრატეგის ნაწილია. განსაკუთრებულ ყურადღებს იმსახურებს ახალი უწყების  სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს  შექმნა, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.

მდინარაძე არის ძლიერი მენეჯერი, რომელსაც შეუძლია კომპლექსური და მრავალშრიანი სტრუქტურების ეფექტიანად მართვა. მისი გამოცდილება და ორგანიზაციული უნარები საშუალებას იძლევა, რომ კოორდინაცია არ იყოს ფრაგმენტული, ის  ერთდროულად რამდენიმე სამინისტროს გაძლიერებაზე იმუშავებს. ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, რადგან ამცირებს უწყებათაშორის დუბლირებას და ზრდის გადაწყვეტილებების მიღების ეფექტიანობას.

აღსანიშნავია, რომ მდინარაძემ ვიცე-პრემიერის პოსტიც მიიღო,  რაც მის პოლიტიკურ როლს კიდევ უფრო გააფართოებს.  მისი აქტიური პოლიტიკური ველიდან დროებით გასვლის შემდეგ გარკვეული სიცარიელე  შეიმჩნეოდა. დღევანდელ დინამიკურ პოლიტიკურ გარემოს სჭირდება აქტიური მამუკა მდინარაძე,  რომელიც ერთდროულად ფლობს როგორც მენეჯერულ, ისე პოლიტიკურ რესურსს. მისი დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი,  ნაბიჯი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი პოტენციალის გამოყენებას და სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას.“ – წერს ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.