Uncategorized

მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ამ გამოწვევებთან გამკლავება ფრთხილ მიდგომას, ინოვაციურ გადაწყვეტებსა და სიმტკიცეს მოითხოვს

საქართველოს გამოცდილება ხაზს უსვამს ეუთო-ს საქმიანობის მნიშვნელობას, ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების რთულ გამოწვევებთან უწევს გამკლავება და საკუთარი გამოცდილებით ვიცით გადაუჭრელი კონფლიქტების, სუვერენიტეტის დარღვევის, მონაწილე სახელმწიფოებს შორის ნდობის რღვევის შედეგები მაშინ, როდესაც რუსეთი განაგრძობს საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას და იქ უკანონო სამხედრო ყოფნას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ვენაში განაცხადა, სადაც საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთო-ს ფორუმი იმართება.

მინისტრის განცხადებით, სწორედ ქვეყნის გამოცდილება განსაზღვრავს საქართველოს მიდგომას ფორუმის თავმჯდომარეობასთან მიმართებით.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტრუქციულ ჩართულობასა და პრაქტიკული ზომების მიღებას ეუთო-ს მთელ ტერიტორიაზე მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად. ასევე ვაცნობიერებთ, რომ უსაფრთხოება მხოლოდ ფორმალური ინსტრუმენტების გამოყენებით არ მიიღწევა. ეს მოითხოვს მუდმივ ჩართულობას, ნდობის აღდგენასა და საფუძვლიანი არგუმენტების მოსმენასა და მათზე რეაგირებისთვის მზაობას. საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, უზრუნველყოს, რომ უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი (FSC) კვლავაც დარჩეს კონსტრუქციული დიალოგისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად. ასევე, მსურს, გაცნობოთ, რომ საქართველომ ოფიციალურად წარადგინა განაცხადი 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე. განაცხადის წარდგენა ადასტურებს ორგანიზაციისადმი ჩვენს მტკიცე ერთგულებას უწყვეტობის, ინკლუზიურობისა და პროაქტიული ჩართულობის ღირებულებების მიმართ. საქართველო თავმჯდომარეობისთვის მზაობას ადასტურებს, ეუთო-ს საქმიანობაში კონსტრუქციული მონაწილეობის, ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპების განუხრელად შესრულებისა და უსაფრთხოების კუთხით რთული გამოწვევების გამკლავებაში შეძენილი პრაქტიკული გამოცდილებით. რეგიონული უსაფრთხოების ურთულეს გამოწვევებთან გამკლავებისას დაგროვებული გამოცდილება საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, ხელი შეუწყოს ეუთო-ს საქმიანობის უმაღლეს დონეზე  წარმართვას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ამ გამოწვევებთან გამკლავება ფრთხილ მიდგომას, ინოვაციურ გადაწყვეტებსა და სიმტკიცეს მოითხოვს. ამასთან, მათთან გასამკლავებლად არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთო ძალისხმევა, თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით მოქმედება, ეუთო-ს არსის შესაბამისად. საქართველო თავმჯდომარეობას იწყებს პასუხისმგებლობით, სრული მზაობითა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართ მტკიცე ერთგულებით. მოველით ყველა მონაწილე სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა გავაძლიეროთ უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი (FSC), ხელი შევუწყოთ საერთო მიზნების მიღწევას  და უზრუნველვყოთ ეუთო-ს მხრიდან შედეგების მიღწევა რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მინისტრმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ჩუბინიძის დაკავებაზე: „ასავალ – დასავალმა“ ბინძური კამპანიით სერიოზული ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს, რაც მიზანმიმართული მცდელობა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ჩუბინიძის დაკავებაზე: პროფესიული საქმიანობა არავის ათავისუფლებს პასუხიმგებლობისგან, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაავრცელო ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დომენტი ჩუბინიძის დაკავება იმ პროცესის კანონზომიერი ფინალია, როდესაც მედიასიტყვა იძენს პრეტენზიას სუროგატული პოლიტიკური პარტიის როლზე, როდესაც სარედაქციო სვეტები პოლიტიკურ შტაბად, ხოლო პუბლიცისტიკა – დეზინფორმაციული და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივების კონსტრუირების ინსტრუმენტად გარდაიქმნება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.