პოლიტიკა

პაპუაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ბნელ წარსულზე გველაპარაკებიან ისინი, ვინც სიცრუითა და მზაკვრობით ცდილობენ გაამართლონ რეჟიმი, რომლის დროსაც ადამიანის უფლებების დარღვევა სახელმწიფო პოლიტიკად იყო ქცეული

სამოქალაქო ომზე გვაფრთხილებენ ისინი, ვისი დაფინანსებითაც მოქმედებენ ეკლესიაზე, სახელმწიფოზე და ადამიანის ღირსებაზე თავდამსხმელი ჯგუფები, – წერს  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით. 

პაპუაშვილის თქმით, ბნელ წარსულზე ისინი ესაუბრებიან ქართულ საზოგადოებას, ვინც ცდილობს გაამართლოს რეჟიმი, რომლის დროსაც ადამიანის უფლებების დარღვევა და წამება სახელმწიფო პოლიტიკად იყო ქცეული.

“მართალია, ბატონ ელჩს ქართველი ხალხის წარსული ბნელად ეჩვენება, თუმცა თუ ჩვენს ისტორიაში რამე მართლაც იყო ბნელი, ეს იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა “ჩახუტებით გავეგუდეთ”. ასე იყო უწინ. ასეა დღესაც.

– გვესაუბრებიან ისინი, ვინც თავად წააქეზა 4 ოქტომბრის ძალადობა. 

– სამოქალაქო ომზე გვაფრთხილებენ ისინი, ვისი დაფინანსებითაც მოქმედებენ ეკლესიაზე, სახელმწიფოზე და ადამიანის ღირსებაზე თავდამსხმელი ჯგუფები. 

– სიღარიბეზე გვმოძღვრავენ ისინი, ვინც რუსეთთან სანქციების ომში გვითრევენ და ეკონომიკის ნგრევისთვის და სიღატაკისთვის გვწირავენ. 

– ბნელ წარსულზე გველაპარაკებიან ისინი, ვინც სიცრუითა და მზაკვრობით ცდილობენ გაამართლონ რეჟიმი, რომლის დროსაც ადამიანის უფლებების დარღვევა და წამება სახელმწიფო პოლიტიკად იყო ქცეული,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, ქართველი ხალხი თავად წყვეტს საკუთარ ბედს, იცავს ღირებულებებს, რაც 2024 წელსაც გამოჩნდა.

“რაც შეეხება ქართველ ხალხს, მისი ნამდვილი სახე მკაფიოდ გამოჩნდა 2024 წელს. ეს არის ხალხი, რომელიც თავად წყვეტს საკუთარ ბედს, იცავს საკუთარ ღირებულებებს და არ თმობს საკუთარ გზას”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ევროპარლამენტარები იუკნევიჩიენე, მაკალისტერი და უშაკოვსი: მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე – ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: “პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც “ბატასუნას” აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.