პოლიტიკა

ნიკოლაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ვინ ჩვენ? ვის გულისხმობს ელჩი “ჩვენ”-ში, ვინც უნდა დადგეს ქართველი ხალხის ხსნის სადარაჯოზე? ევროპული ფონდები, რომლებმაც უხვად დააფინანსეს ზიზღის, მოლოტოვის თუ სხვა ძალადობრივი კამპანიები? ბალტიისპირეთში თავშეფარებული ენჯეოები? თუ ვინ?

თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

ნიკოლაშვილის განცხადებით, ჰერჩინსკის განცხადებაში მთავარი კითხვა არის ის, თუ ვის მოიაზრებს ის სიტყვა „ჩვენში“ და ვინ უნდა დადგეს ქართველი ხალხის მხსნელად, ის ფონდები ხომ არა, რომლებიც უხვად აფინანსებდა სხვადასხვა ძალადობრივ კამპანიებს საქართველოში.

მისივე თქმით, ჰერჩინსკიმ, ფიშერმა და სხვებმა უნდა დაინახონ ქართველი ხალხი და მათ წარმომადგენლებს დაელაპარაკონ.

„ვინ ჩვენ? სინამდვილეში მთავარი კითხვა სწორედ ესაა – ვის გულისხმობს ევროკავშირის ელჩი “ჩვენ”-ში და ვის მოიაზრებს ქართველ ხალხში. რა ხერხს მიმართავს იმისათვის, რომ ქართველის ძახილი მოისმინოს? რეალურად, ქართველი ხალხის ხმის გაგონება ან ერთიანობის დანახვა ისეთ საყოველთაო მნიშვნელოვან დღეებშია შესაძლებელი, როგორიცაა არჩევნები ან განსაკუთრებული თარიღები. ქართველი ხალხი ჩვენ ვიხილეთ პატრიარქის გამომშვიდობებისას. ქართველი ხალხის ნება და ხმა გავიგეთ არჩევნებზე გამოხატულ ნებაში. ეს დაინახა ყველამ, გარდა იმ ქვეყნებისა, რომელთა წარმოდგენაც საქართველოს დანიშნულებასა და ფუნქციაზე სრულიად განსხვავდება საკუთრივ ქართველი ხალხის მოსაზრებებისგან. ქართველმა ხალხმა გამოიარა ომიც, სიღარიბეც, ძალადობაც, გაჭირვებაც და კორუფციაც და მისი მკაფიოდ გამოხატული ნებაა, რომ აღარასდროს დაბრუნდეს იქ, საიდანაც დიდი მსხვერპლის ფასად გამოვიდა. და ვინაა ის “ჩვენ”, ვინც უნდა დადგეს ქართველი ხალხის ხსნის სადარაჯოზე? ევროპული ფონდები, რომლებმაც უხვად დააფინანსეს ზიზღის, მოლოტოვის თუ სხვა ძალადობრივი კამპანიები? ბალტიისპირეთში თავშეფარებული ენჯეოები? თუ ვინ? სინამდვილეში, ბატონი ჰერჩინსკი, ფიშერი თუ სხვები წლების განმავლობაში თავისივე შექმნილი სუროგატული ბუშტიდან უნდა გამოვიდნენ, ხალხი დაინახონ და მათ წარმომადგენლებს დაელაპარაკონ. ამაზე უარს არ ეტყვიან. მათ უნდა გაიგონ ხალხის. მიბაძონ არტურ ლაისტს, უორდროპებს, სხვებს. ეგზარქოსების და ნამესტნიკების დრო ჩვენ არ გვიყვარს“,- წერს გურამ ნიკოლაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ევროპარლამენტარები იუკნევიჩიენე, მაკალისტერი და უშაკოვსი: მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე – ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: “პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც “ბატასუნას” აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.