ხელოვნება და კულტურა

ქალების პოეტური გაზაფხული – ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართა ლიტერატურული საღამო

აჭარის კულტურის სამინისტრო-ს აიპ თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, 22 აპრილს გაიმართა ლიტერატურული საღამო- „ქალების პოეტური გაზაფხული“.

ღონისძიებაში მონაწილეობდა მსახიობი და ტელეწამყვანი მაკა შალიკაშვილი, რომელმაც მხატვრული კითხვის ოსტატობით წარმოადგინა ქართველი პოეტების ნაწარმოებები.

საღამოზე შესრულდა გალაკტიონ ტაბიძის, მუხრან მაჭავარიანის, ლადო ასათიანის, ილია ჭავჭავაძის და ზაურ ბოლქვაძის ლექსები.

მსგავს ღონისძიებებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული პოეზიის პოპულარიზაციასა და კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებაში.

თინათინ ფუტკარაძე

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა