კრიპტოვალუტა

ტრამპის კრიპტოვალუტის კომპანიას თაღლითობაში ადანაშაულებენ

ბლოკჩეინ TRON-ის დამფუძნებელმა, ჯასტინ სანმა, კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა World Liberty Financial-ის წინააღმდეგ. ეს არის კრიპტოპლატფორმა, რომელიც დონალდ ტრამპის ოჯახთანაა დაკავშირებული.

სანის ვერსიით, მან კომპანიაში 45 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რის სანაცვლოდაც ჯამში 4 მილიარდი WLFI ტოკენი მიიღო. თუმცა, გარკვეულ მომენტში მან აღმოაჩინა, რომ ტოკენები სრულად გაყინული იყო, თავად კი პროექტის მართვაში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა.

მოსარჩელის თქმით, მოლაპარაკებების ნაცვლად, კომპანიამ კონტრაქტის პირობები უკანა თარიღით გადაწერა და ჩუმად მიითვისა უფლება, რომ ტოკენების მფლობელები შავ სიაში ყოველგვარი კენჭისყრის, შეტყობინებისა და ახსნა-განმარტების გარეშე შეიყვანოს.

სანმა განმარტა, რომ მომხდარში პირადად ტრამპს არ ადანაშაულებს. მისი რწმენით, პრეზიდენტმა უბრალოდ არ იცის, როგორ განკარგავენ მის ბრენდს პროექტის თანადამფუძნებლები. თავის მხრივ, World Liberty Financial-ის გენერალურმა დირექტორმა, ზაკ უიტკოფმა, სანის სარჩელს უწოდა „სასოწარკვეთილი მცდელობა საკუთარი არაკეთილსინდისიერი ქმედებებიდან ყურადღების გადასატანად“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.