Uncategorized

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებულ ვერსიას, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და გაამყარებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი წარმატებული შედეგებით დასრულდა, რაც დადებითად აისახება საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური კავშირების შემდგომ განვითარებაზე, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა უმაღლესი დონის შეხვედრები ჩინეთის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. მარიამ ქვრივიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე, რომლის დროსაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩამოყალიბდება ინვესტიციების მოსაზიდად საქართველო-ჩინეთს შორის დიალოგის მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთიდან ინვესტიციების განხორციელებას.

„კომერციის მინისტრთან ერთად ხელი მოვაწერე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებულ ვერსიას, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და გაამყარებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. გარდა ამისა, მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება მთავრობათაშორისი ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს უმსხვილესი ინვესტიციების მოზიდვის, ისევე, როგორც სტრატეგიულ პროექტებში ჩინური კომპანიების ჩართულობის მხარდაჭერას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ჩინეთის ავიაკომპანია China Eastern Airlines – ის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 15 ივლისიდან შანხაი – თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების შესახებ. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, შანხაის მიმართულება, ისევე როგორც ზოგადად ჩინეთის ტურისტული ბაზარი საქართველოსთვის სტრატეგიულია და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც ტურისტული ნაკადების ზრდას, ისე მსყიდველუნარიანი ვიზიტორების ჩამოსვლას.

„ეს გადაწყვეტილება გააძლიერებს ხალხთაშორის ურთიერთობებს, ეკონომიკურ კავშირებს და სტიმულს მისცემს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას, დივერსიფიცირებას და დამატებითი შემოსავლების გენერირებას ჩვენს ქვეყანაში უშუალოდ ტურიზმის ინდუსტრიიდან“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ჩინეთის უმსხვილეს ენერგეტიკულ და ავტომობილების მწარმოებელ კომპანიებთან. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთიდან დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებას.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.