პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი – ოპოზიციაში ზოგიერთმა, სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდაო, ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში? ძალიან აცდენილი ხართ რეალობას, იქნებ გადატვირთოთ რიტორიკა

ოპოზიციაში ზოგიერთმა, სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთო. ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში? – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს „რიტორიკის გადატვირთვისკენ მოუწოდებს“.

„„ქოცები“ სხვას კი არაფერს აკეთებენ მთელი ეს დრო – დაახეთქებენ რაღაც ტყუილს და სხვებს აჯერებენ, თან თანდათან თვითონაც იჯერებენ. ახლა ოპოზიციაში ზოგიერთმა: „სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდა! ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ხალხოოოო…“ მოიცა და, ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში? სააკაშვილი, რომელსაც ხალხთან არ უშვებენ, ციხიდან უკვე გამოვიდა, იქ თქვენ ჩაგკეტათ და ახლა უკვე თქვენ აღარ გიშვებთ ხალხთან თუ როგორაა თქვენი საქმე? სააკაშვილმა, რომელსაც ტელევიზიით გამოსვლის საშუალებები არ აქვს, ციხიდან ჩაგიკეტათ ტელეეთერში ჭკვიანური ლაპარაკის საშუალება? თუ ისიც ჩემი ბრალია, რომ პოლიტიკოსების პროფანაციად და ტელეეთერის შესავსებ უბრალო მოლაპარაკე თავებად იქეცით? ძალიან აცდენილი ხართ რეალობას და იქნებ გადატვირთოთ რიტორიკა, თორემ ამასობაში ხალხი ძალიან განვითარდა, ხელოვნური ინტელექტიც წამოგეწიათ და ისე აღარ ბნელა, როგორც 2012-ში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ევროპარლამენტარები იუკნევიჩიენე, მაკალისტერი და უშაკოვსი: მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე – ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: “პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც “ბატასუნას” აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.