Uncategorized

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში 193 სამხედრო ტყვე დაბრუნდა.

„ტყვეების გაცვლის ფარგლებში 193 უკრაინელი ჯარისკაცი ბრუნდება სახლში – შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, ეროვნული პოლიციის და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები. ისინი იცავდნენ უკრაინას. მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთა წინააღმდეგაც რუსეთმა სისხლის სამართლის საქმეები აღძრა და ზოგიერთი მათგანი დაჭრილია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინული ტყვეობიდან 193 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნეს.

„ამჟამად რუსი სამხედრო მოსამსახურეები ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფებიან, სადაც ისინი საჭირო ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას იღებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსი სამხედრო მოსამსახურეების ტყვეობიდან დაბრუნება შეერთებული შტატებისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.