პოლიტიკა

ჩიხელიძე: „ტვ პირველმა“ ახალი ბრალდება მოიფიქრა, თითქოს ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდები პროცენტიან სესხებს გასცემენ – „ტვ პირველის“ სიბოროტის მასშტაბი გამაოგნებელია. ისინი არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ზოგადად, სიკეთესა და ქველმოქმედების იდეას ებრძვიან

x

„ტვ პირველი“ წლების განმავლობაში აქტიურად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ბრალდება გაჟღერდა, რომელთა ჩამონათვალი მრავალფეროვანი და საკმაოდ ვრცელია, თუმცა ამ ბრალდებებიდან არცერთი არ დადასტურებულა, რაც მის “სანდოობას” და “ობიექტურობას” ამხელს, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. ექსპერტის შეფასებით, „ტვ პირველის“ სიბოროტის მასშტაბი გამაოგნებელია და ისინი არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ზოგადად სიკეთესა და ქველმოქმედების იდეას ებრძვიან.

„ტელეკომპანია „ტვ პირველი“ წლების განმავლობაში აქტიურად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ბრალდება გაჟღერდა, რომელთა ჩამონათვალი მრავალფეროვანი და საკმაოდ ვრცელია, თუმცა ამ ბრალდებებიდან არცერთი არ დადასტურებულა, რაც ტვ პირველის “სანდოობას” და “ობიექტურობას” ამხელს. ბიძინა ივანიშვილი მკვეთრად განსხვავდება იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც საკუთარ საქმიანობას პირადი გამდიდრებისკენ მიმართავენ. პირიქით, იგი უკვე ათწლეულებია საკუთარ ფინანსურ რესურსს საქართველოს განვითარებას ახმარს. მისი ქველმოქმედებითი საქმიანობა მოიცავს განათლებას, კულტურას, ინფრასტრუქტურას და სოციალურ პროექტებს, ხოლო საერთო ჯამში გაწეული დახმარება რამდენიმე მილიარდ ლარს აჭარბებს, რაც მართლაც უპრეცედენტო მასშტაბის მხარდაჭერაა. ამ ფონზე ტვ პირველმა ახალი ბრალდება მოიფიქრა, თითქოს ივანიშვილის მიერ შექმნილი საქველმოქმედო ფონდები პროცენტიან სესხებს გასცემენ. ტვ პირველის სიბოროტის მასშტაბი გამაოგნებელია. ისინი არ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ზოგადად სიკეთესა და ქველმოქმედების იდეას ებრძვიან.“ – წერს ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ევროპარლამენტარები იუკნევიჩიენე, მაკალისტერი და უშაკოვსი: მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე – ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: “პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც “ბატასუნას” აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.