უცხოური მედია

Reuters: ამერიკელების უმრავლესობა ბენზინზე ფასის მკვეთრ ზრდაში ტრამპს ადანაშაულებს

სააგენტო Reuters-ის დაკვეთით, კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების უმეტესობა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბენზინზე ფასის მკვეთრ ზრდაში ადანაშაულებს, რაც ნოემბერში კონგრესში გასამართი შუალედური არჩევნების წინ „რესპუბლიკურ“ პარტიაზე დიდ წნეხს ახდენს.

გამოკითხულთა 77% აცხადებს, რომ ბენზინზე ფასების ზრდაზე ტრამპია პასუხისმგებელი, რაც აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმით იყო გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ საწვავზე ფასის ზრდით უკმაყოფილოები არიან როგორც „რესპუბლიკური“, ისე „დემოკრატიული“ პარტიის მხარდამჭერები. „რესპუბლიკელი“ ამომრჩევლების 55% ფასების ზრდაში ტრამპს ადანაშაულებს. „დემოკრატი“ ამომრჩევლების 95% აგრეთვე ფიქრობს, რომ ფასების ზრდაში თეთრი სახლის ამჟამინდელი ლიდერია დამნაშავე.

გამოკითხვაში მონაწილე 58%-მა, ყოველი მეხუთე „რესპუბლიკელის“ და დამოუკიდებელი ამომრჩევლის 2/3-ის ჩათვლით, განაცხადა, რომ ნოემბერში კონგრესში გასამართ შუალედურ არჩევნებზე არ დაუჭერს მხარს იმ კანდიდატს, რომელიც ირანთან კონფლიქტთან დაკავშირებით ტრამპის მიდგომას იზიარებს.

გამოკითხვა 15-20 აპრილს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 3 555 დარეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მიიღო.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა