პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი “ტვ პირველის” ინფორმაციაზე: ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების გაშავება უნდა იმ კაცის ტელევიზიას, რომელიც საკუთარ სამშობლოს 1,5 მილიარდი დოლარის წართმევას უპირებდა

პარიზის არბიტრაჟის მეშვეობით- რასაც ნოდარ მელაძე აკეთებს, ჟურნალისტიკასთან კავშირში არ არის ბიძინას საქველმოქმედო საქმიანობის მასშტაბებზე მთელმა ქვეყანამ იცის. თავად მას არასდროს მოუწონებია თავი ამ საქმიანობით საჯაროდ, არაფერში სჭირდება. საოცარი ის არის, რომ მისი ქველმოქმედების გაშავება უნდა იმ კაცის ტელევიზიას, რომელიც საკუთარ სამშობლოს 1,5 მილიარდი დოლარის წართმევას უპირებდა პარიზის არბიტრაჟის მეშვეობით- წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი “ტვ პირველის” მიერ გავრველებულ ინფორმაციაზე, რომ “ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ”.

“აი, ასეთი უტვინო როგორ უნდა იყო ეს სისულელე გაავრცელო ? სულ იმას ვამბობ, ნამუსზე ხელს რომ აიღებ და ტყუილს გაავრცელებ, 24 საათი მაინც ხომ უნდა გაძლოს? 24 წუთსაც ვერ გაძლებს. ბატონი ბიძინას საქველმოქმედო საქმიანობის მასშტაბებზე მთელმა ქვეყანამ იცის. თავად მას არასდროს მოუწონებია თავი ამ საქმიანობით საჯაროდ, არაფერში სჭირდება. საოცარი ის არის, რომ მისი ქველმოქმედების გაშავება უნდა იმ კაცის ტელევიზიას, რომელიც საკუთარ სამშობლოს 1,5 მილიარდი დოლარის წართმევას უპირებდა პარიზის არბიტრაჟის მეშვეობით. წააგო ეს პროცესი და იქით დააკისრეს გადახდა საქართველოსთვის. ის ართმევდა ქვეყანას 1,5 მილიარდს და ბატონ ბიძინას ორი მაგდენი აქვს ქველმოქმედებაში დახარჯული. სინდისი აღარ არის კაცო ამ ქვეყნად საერთოდ ? მელაძის ე.წ. გამოძიებაზე აღარაფერს ვამბობ, რასაც ის აკეთებს ჟურნალისტიკასთან და პროფესიულ თავმოყვარეობასთან კავშირში არ არის დიდი ხანია. ერთი კითხვა რომ დაუსვას კაცმა, თუ ფულის გასესხება უნდა ვინმეს, საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით გააკეთებს ამას ? ხომ სიგიჟეა ? კი, სიგიჟეა, მაგრამ ეტყობა ტყუილი იმდენდ უსინდისო უნდა იყოს, რომ, გებელსისა არ იყოს, გამგონმა იფიქროს, ამდენს ვინ გამოიგონებდაო. არ გაჭრის და როგორ ვთქვი, 24 საათიც ვერ გაძლებს, ფაქტია.”- წერს შარმანაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.