პოლიტიკა

სადღობელაშვილი: მედიაში არ წყდება ბინძური კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არ არის პოლიტიკური კრიტიკა, ეს არის ტენდენციური, მიზანმიმართული შეტევა იმ ადამიანზე, რომლის ქველმოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ეკლესიას, რწმენას და ქართულ იდენტობას!

გაშავება ყველაზე ცინიკური მეთოდებით, ეს არის ღირებულებებთან ბრძოლა დღეს, როცა პატრიარქის ხსოვნის 40 დღეა, დღე რომელიც თითოეული მორწმუნისთვის არის სიმძიმის, პატივისცემისა და სულიერი დაფიქრების დრო, ქართულ მედიაში მაინც არ წყდება ბინძური კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არ არის პოლიტიკური კრიტიკა ეს არის ტენდენციური, მიზანმიმართული შეტევა იმ ადამიანზე, რომლის ქველმოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ეკლესიას, რწმენას და ქართულ იდენტობას! – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, „ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ“.

სადღობელაშვილი „ღირებულებებთან ბრძოლას“ უწოდებს ოპოზიციური მედიის მიერ ბიძინა ივანიშვილზე შეტევას სწორედ მის იდენტობაზე თავდასხმით, რაც მისი ქველმოქმედებით გამოიხატება.

„დღეს, როცა პატრიარქის ხსოვნის 40 დღეა, დღე რომელიც თითოეული მორწმუნისთვის არის სიმძიმის, პატივისცემისა და სულიერი დაფიქრების დრო, ქართულ მედიაში მაინც არ წყდება ბინძური კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არ არის პოლიტიკური კრიტიკა ეს არის ტენდენციური, მიზანმიმართული შეტევა იმ ადამიანზე, რომლის ქველმოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ეკლესიას, რწმენას და ქართულ იდენტობას! სამების საკათედრო ტაძარი, ქვეყნის მთავარი სულიერი სიმბოლო, რომელიც დღეს თითოეული ქართველისთვის სიამაყეა, აშენდა იმ მხარდაჭერით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა. ეს არ არის უბრალოდ შენობა, ეს არის რწმენის, ერთიანობის და ეროვნული სულის გამოხატულება. სწორედ აქ აქტიურდებიან ბნელი ძალები, ჭინკები! მათ იციან — აქ არის მისი ძალა! ეს არის რაც მის მთავარ იდენტობად იქცა! აქ არის ის, რაც ხალხს ახსოვს და აფასებს. როცა ადამიანი ეკლესიას, კულტურას და ხალხს ემსახურება, მისი გაშავება ყველაზე ცინიკური მეთოდებით, ეს არის ღირებულებებთან ბრძოლა.

„მართალი მოწყალეა და სესხულობს, და მისი შთამომავლობა კურთხეულია.“ ფსალმუნი 36 „ნეტარია, ვინც ზრუნავს გლახაკზე; განსაცდელის დღეს გადაარჩენს მას უფალი.“ ფსალმუნი 41 „გაფანტა, მისცა ღარიბებს; მისი სიმართლე საუკუნოდ დარჩება.“ ფსალმუნი 111 მოწყალება არის მართლის ნიშანი, ქველმოქმედება არის მარადიული ღირებულება და პოლიტიკაზე ბევრად მაღლა დგას. ეს არის ღვთის წინაშე დამსახურება! დღეს, ასეთ დღეს, განსაკუთრებით ჩანს განსხვავება , ერთ მხარეს დგას ქმედება, რწმენა და შექმნილი საქმე; მეორე მხარეს — სიცრუე, მანიპულაცია და მიზანმიმართული დისკრედიტაცია. საზოგადოება ყოველთვის არჩევს “ქმედებას” – “ხმაურისაგან”! Ps მეგობრებო მე არ მახსენდება და იქნებ თქვენ გამახსენოთ სააკაშვილის, გვარამიას, ბოკერიას და სხვა კოლექტიური ნაცმოძელების კეთილი საქმე, უანგარო დახმარება, ქველმოქმედება?!“- წერს სადღობელაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ევროპარლამენტარები იუკნევიჩიენე, მაკალისტერი და უშაკოვსი: მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე – ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: “პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც “ბატასუნას” აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.