ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ზაალ ანჯაფარიძე„იობი შეპარვით და მანიპულაციური ფორმით აკნინებს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, აცხადებს, რომ “მთავრობამ შესაძლებლობები ამოწურა“- ზოგადად, საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვა იწყება მაშინ, როდესაც ის ვეღარ ასრულებს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს, კარგავს მოსახლეობის ნდობას, მოშლილია ინსტიტუტები- დამეთანხმებით, არცერთი ნიშანი სახეზე არ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იობი ამბიონიდან“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი10°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია6°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ამბავიპოლიტიკა109 ნახვა

გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის, ამ ბრძოლაში კი საკანონმდებლო ცვლილებების თუ პრაქტიკული ღონისძიებების საბოლოო მიზანია, რომ ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა გადარჩეს – არჩილ გორდულაძე

გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის, ამ ბრძოლაში კი საკანონმდებლო ცვლილებების თუ პრაქტიკული ღონისძიებების საბოლოო მიზანია, რომ ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა გადარჩეს – არჩილ გორდულაძე

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს განაგრძობს. ამ წუთებში შეხვედრა ბორჯომში მიმდინარეობს. “ქართული ოცნების” ახალგაზრდა ლიდერები სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდებს ხვდებიან. მიზანი – ახალგაზრდებთან მეტი კომუნიკაცია და ქვეყნის განვითარების პროცესში მათი აქტიური ჩართულობაა.

რიგით მეოთხე შეხვედრას ესწრებიან “ქართული ოცნების” დეპუტატებიც. შეხვედრები ქვეყნის ათივე რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.

“კანონი არ იქმნება იმისთვის, რომ რეპრესიული იყოს ან ვინმეს რაღაც პასუხი მოეთხოვოს. პირველ რიგში, რაც არის კანონის მთავარი მიზანი – ეს არის, რომ პრევენცია მოახდინოს, და რისი პრევენცია, გარკვეული დარღვევის. მაგალითად, შეიძლება 10 ადამიანი დადგეს ერთმანეთის გვერდიგვერდ, ხელები რომ ჩავკიდოთ ერთმანეთს და მაგალითად გზა გადავკეტოთ. შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია? ფიზიკურად ეს შეგვიძლია. მაგრამ ავიღოთ 1 ქვეყნის მაგალითი მაინც, სადაც შესაძლებელია, რომ 300 რაღაც დღის განმავლობაში, შეიძლება 400-ზეც არიან ასულები უკვე, აღარ მახსოვს, თვითონ ითვლიან ხოლმე, ამ ბუღალტერიაში თვითონ არიან შესულები, უბრალოდ, ვიძალადოთ 50-100-მა ადამიანმა მილიონ ორასი ათასზე. ერთი ქვეყნის მაგალითი ამისი არსებობს? პირდაპირ გეტყვით, რომ არა. მე რომ მინდა რაღაცის გაკეთება, მაინც და მაინც ისე უნდა გავაკეთო ნებისმიერი რამე, რომ სხვას პრობლემა შევუქმნა? თუ შემთხვევით ასე მუშაობს ნებისმიერი ადამიანის უფლება, რომ ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები.

გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სადაც ჩვენი ქვეყანა მდებარეობს და არის, გვიწევს გადარჩენისთვის ბრძოლა, ყოველდღიურად ბრძოლა და ამ ბრძოლაში, საკანონმდებლო ცვლილებებს მივიღებთ თუ პრაქტიკული ღონისძიებები იქნება, საბოლოო მიზანი ის არის, რომ ერი, როგორც ასეთი, ჩვენი ქვეყანა გადარჩეს“, – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.