ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს დღეს 1 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი15°C
  • თელავი9°C
  • გორი11°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური10°C
  • მესტია2°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ26 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ00:20
დონალდ ტრამპი

განცხადება · 160 ნახვა

„ვიზიტი როგორც კი გავაუქმე, 10 წუთში მივიღეთ ირანისგან ახალი დოკუმენტი, რომელიც გაცილებით უკეთესია და შეიძლებოდა, უფრო უკეთესიც ყოფილიყო“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანმა ახალი შეთავაზებები წარადგინა მას შემდეგ, რაც მან პაკისტანში დელეგაციის ვიზიტი გააუქმა.

„მათ მოგვაწოდეს დოკუმენტი, რომელიც შეიძლებოდა, უკეთესი ყოფილიყო. საინტერესოა, როგორც კი ვიზიტი გავაუქმე, 10 წუთში მივიღეთ ახალი დოკუმენტი, რომელიც გაცილებით უკეთესია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რა წერია დოკუმენტში და აღნიშნა მხოლოდ ის, რომ ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ აქვს.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. ეს ძალიან მარტივია. მისმინეთ, შეთანხმება რთული მისაღწევი არ არის. ირანს არ შეუძლია, ჰქონდეს ახალი ბირთვული იარაღი. ეს ძალიან მარტივია. ბევრი რამ შემოგვთავაზეს, ბევრი რამ, მაგრამ არასაკმარისი“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, სპეციალური წარმომადგენლების, ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის ისლამაბადში ვიზიტი გააუქმა, რადგან ისინი არა ქვეყნის ლიდერს, არამედ ისეთ ადამიანებს უნდა შეხვედროდნენ, რომელთა შესახებაც, მისივე თქმით, არავის სმენია.

„მოგზაურობა გავაუქმეთ. არ ვაპირებთ 15 საათის განმავლობაში თვითმფრინავებში ყოფნას, წინ და უკან სიარულს, რათა არასაკმარისი დოკუმენტი მოგვცენ. ამიტომ, ტელეფონით ვიმუშავებთ და მათ შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ ნებისმიერ დროს. მათ სამხედროები პრაქტიკულად აღარ დარჩათ, ლიდერებიც აღარ ჰყავთ. არავინ იცის, ვინ არის ლიდერი – არ მგონია, მათაც იცოდნენ, ვინ არიან ლიდერები. ფელდმარშალი შესანიშნავია, პაკისტანის პრემიერ-მინისტრიც შესანიშნავია. იცით, მათ სურთ, რაღაც მოხდეს, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ 15-16 საათის განმავლობაში მოგზაურობას იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომელთა შესახებაც არავის სმენია. ისინი ძალიან კომპეტენტურები არიან, მაგრამ ქვეყნის ლიდერს არ ხვდებოდნენ. ისინი სხვა ადამიანებს ხვდებოდნენ. მე ვთქვი, ჩვენ უბრალოდ არ ვაპირებთ ამის გაკეთებას. ძალიან ბევრი მოგზაურობა ძალიან დიდ დროს მოითხოვს და ძალიან ძვირია. მე ხარჯების მიმართ ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ“, – აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დონალდ ტრამპი„ზელენსკი ისეთი ადამიანი არ არის, ვისთანაც საქმე უნდა გვქონდეს, მას მოლაპარაკება არ სურს, ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მათ უკრაინა გაანადგურეს“
  2. დონალდ ტრამპი„ღირსების ორდენის საკუთარი თავისთვის გადაცემა მინდოდა, მაგრამ მითხრეს, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო, ვერაფერი ვიპოვე, რისთვისაც ამას ვიმსახურებდი“
  3. დონალდ ტრამპი„ირანთან ომი დასრულებულია“
  4. დონალდ ტრამპი„აშშ-ის არჩევნები გაყალბებული, მოპარული და მთელ მსოფლიოში დასაცინია“