უცხოური მედია

დონალდ ტრამპი – ვიზიტი როგორც კი გავაუქმე, 10 წუთში მივიღეთ ირანისგან ახალი დოკუმენტი, რომელიც გაცილებით უკეთესია და შეიძლებოდა, უფრო უკეთესიც ყოფილიყო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანმა ახალი შეთავაზებები წარადგინა მას შემდეგ, რაც მან პაკისტანში დელეგაციის ვიზიტი გააუქმა.

„მათ მოგვაწოდეს დოკუმენტი, რომელიც შეიძლებოდა, უკეთესი ყოფილიყო. საინტერესოა, როგორც კი ვიზიტი გავაუქმე, 10 წუთში მივიღეთ ახალი დოკუმენტი, რომელიც გაცილებით უკეთესია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რა წერია დოკუმენტში და აღნიშნა მხოლოდ ის, რომ ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ აქვს.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. ეს ძალიან მარტივია. მისმინეთ, შეთანხმება რთული მისაღწევი არ არის. ირანს არ შეუძლია, ჰქონდეს ახალი ბირთვული იარაღი. ეს ძალიან მარტივია. ბევრი რამ შემოგვთავაზეს, ბევრი რამ, მაგრამ არასაკმარისი“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, სპეციალური წარმომადგენლების, ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის ისლამაბადში ვიზიტი გააუქმა, რადგან ისინი არა ქვეყნის ლიდერს, არამედ ისეთ ადამიანებს უნდა შეხვედროდნენ, რომელთა შესახებაც, მისივე თქმით, არავის სმენია.

„მოგზაურობა გავაუქმეთ. არ ვაპირებთ 15 საათის განმავლობაში თვითმფრინავებში ყოფნას, წინ და უკან სიარულს, რათა არასაკმარისი დოკუმენტი მოგვცენ. ამიტომ, ტელეფონით ვიმუშავებთ და მათ შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ ნებისმიერ დროს. მათ სამხედროები პრაქტიკულად აღარ დარჩათ, ლიდერებიც აღარ ჰყავთ. არავინ იცის, ვინ არის ლიდერი – არ მგონია, მათაც იცოდნენ, ვინ არიან ლიდერები. ფელდმარშალი შესანიშნავია, პაკისტანის პრემიერ-მინისტრიც შესანიშნავია. იცით, მათ სურთ, რაღაც მოხდეს,  მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ 15-16 საათის განმავლობაში მოგზაურობას იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომელთა შესახებაც არავის სმენია. ისინი ძალიან კომპეტენტურები არიან, მაგრამ ქვეყნის ლიდერს არ ხვდებოდნენ. ისინი სხვა ადამიანებს ხვდებოდნენ. მე ვთქვი, ჩვენ უბრალოდ არ ვაპირებთ ამის გაკეთებას. ძალიან ბევრი მოგზაურობა ძალიან დიდ დროს მოითხოვს და ძალიან ძვირია. მე ხარჯების მიმართ ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ“, – აღნიშნა ტრამპმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.