ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე, ლაინერ MV Hondius-იდან, სადაც ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. მგზავრების ევაკუაციის პროცესი დაიწყო, მგზავრთა პირველი ჯგუფი ნაპირზე დამცავი კოსტიუმებითა და ნიღბებით გამოიყვანეს, ავტობუსებით აეროპორტში გადაიყვანეს და სამშობლოში დააბრუნეს.
პირველ ეტაპზე ესპანეთის მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, რის შემდეგაც რიგში ნიდერლანდების, გერმანიის, ბელგიის, საბერძნეთის, თურქეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები არიან.
მგზავრებს მხოლოდ მცირე ხელბარგის წაღების უფლება მისცეს, მათი ძირითადი ბარგი კი გემზე დარჩა და დეზინფექციისთვის ნიდერლანდებში გადაიგზავნება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კრუიზის დროს ჰანტავირუსით სულ რვა ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა შორის არის ე.წ. „ნულოვანი პაციენტი“, 70 წლის ნიდერლანდელი ორნიტოლოგი ლეო სხილპეროორდი. ვარაუდობენ, რომ ის მაშინ დაინფიცირდა, როდესაც არგენტინის ქალაქ უშუაიაში, ნაგავსაყრელზე იშვიათი ფრინველის ხილვას ცდილობდა და მღრღნელების ექსკრემენტების ნაწილაკები ჩაისუნთქა.











