პოლიტიკა • საზოგადოება

შაკო კუჭაშვილი: ბავშვების თემას ამოფარებულ “დაიცავი ილიაუნის“ “ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ფარულავა კურირებს. უკვე დაიწყეს საუბარი, რომ ეს ფული წამლის შესაძენად არ გროვდება – ხალხს თხოვდნენ, ფული ჩარიცხეთ, ბავშვებს წამალი სჭირდებათო და საუბარი ყოფილა ეტლებსა და სხვა საჭიროებებზე, არადა, სამინისტროდან ისედაც გამოყოფილია 3 მლნ ლარი ეტლებისა და პირველადი საჭიროებებისთვის. მაშინ, რასთან გვაქვს საქმე?

ბავშვების თემას ამოფარებული “დაიცავი ილიაუნი“ რაც არის, ალბათ, სახელიც გეუბნებათ. უბრალოდ დავამატებდი, რომ ამ ორგანიზაციას გვარამიას “ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ფარულავა კურირებს, – წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “დაიცავი ილიაუნის” წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ფულს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ეტლებისა და სხვა საჭიროებებისათვის აგროვებენ, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს ამისთვის ისედაც აქვს თანხები გამოყოფილი.

კუჭაშვილის შეფასებით, საქმე გვაქვს მორიგ ბლეფთან, რომლითაც, საეჭვო რეპუტაციის მქონე ახალგაზრდები პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ.

“ახლა უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ეს ფული წამლის შესაძენად არ გროვდება. ანუ, ხალხს საათობით სთხოვდნენ, ფული ჩარიცხეთ, ბავშვებს წამალი სჭირდებათო და, რეალურად, საერთოდ არ ყოფილა საუბარი წამალზე – საუბარი ყოფილა ეტლებსა და ბავშვების სხვა საჭიროებებზე. არადა, ოფიციალური ინფორმაციაა, რომ ბავშვებისთვის სამინისტროდან ისედაც გამოყოფილია 3 მილიონი ლარი ეტლებისა და პირველადი საჭიროებებისთვის, თავისი მასაჟებითა და კურსებით. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? ცხადია, საქმე გვაქვს მორიგ ბლეფთან, რომელიც პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მცდელობაა საეჭვრო რეპუტაციის მქონე ახალგაზრდებისთვის,” – წერს შაკო კუჭაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.