ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 13 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია0°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲡᲮᲕᲐ28 ᲛᲐᲘᲡᲘ12:53
მიხეილ სარჯველაძე

განცხადება · 168 ნახვა

„დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით“

გამოსავალზე როდესაც ვსაუბრობთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით სწორად გაკეთდეს შეფასებები, შევქმნათ სწორი მოლოდინები. არასწორი მოლოდინების შექმნა არაფრის დიდებით არ არის გამართლებული, პირიქით ამორალურია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შემოტანის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია რეალური სურათის დანახვა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით მუშაობის გაგრძელება.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, სამუშაო პროცესი აუცილებლად უნდა წარიმართოს მშობლების, პაციენტებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული მხარის ჩართულობით.

„დიდი ინტერესით, მოლოდინით, იმედით და კეთილგანწყობით ველოდებით, მედიკამენტებთან დაკავშირებით ყველა კითხვას როდის გაეცემა პასუხი, როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები შესყიდვას. ყველა დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს, სერიოზულად გაზომოს ყველა სიტყვა, რომელსაც ამბობენ თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთი კონკრეტული სახელმწიფოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ეს სრული პასუხია დანარჩენი ევროპისთვის, რომელიც ჯერ კიდევ გადაჭრის გზებს ეძებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ინფორმაციის მიღება და მედიკამენტების გამოყენების პრაქტიკაზე მსჯელობა სამინისტროში დიდი ხანია, მიმდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრმა ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე მიღებულ ინფორმაციაზე ისაუბრა.

„ამასწინათ გახლდით შვეიცარიაში მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, სადაც შესაძლებლობა მქონდა, არაერთ სახელმწიფოსთან მაღალ დონეზე გაგვემართა შეხვედრები. პრაქტიკულად, იმავე საკითხების თაობაზე მსჯელობენ იქაც, ევროპულ სახელმწიფოებში და კითხვებზე პასუხის გაცემამდე არ იღებენ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ იმედი გამოთქვა, რომ გარკვეულ პრეპარატებთან დაკავშირებით სიახლეები მალე იქნება.

„დიდი იმედი მაქვს, ზოგიერთ კონკრეტულ მედიკამენტთან მიმართებით შესაძლებლობა გვექნება, მალე იქნას მიღებული გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. მიხეილ სარჯველაძე„დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება, რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, არავინ დააყოვნებს“
  2. მიხეილ სარჯველაძე„ამ პრეპარატებს ევროპის ავტორიზაცია არ აქვთ, მაგრამ მინიჭებული აქვთ აშშ-ის დაჩქარებული ავტორიზაცია. ეს დაჩქარებული წესი ნიშნავს, რომ უნდა გაგრძელდეს კვლევები – დაევალათ ცხოველებზე და ადამიანებზე კვლევა“
  3. მიხეილ სარჯველაძე„ევროპული სახელმწიფოებიც ვერ ჩქარობენ დიუშენის მედიკამენტებზე გადაწყვეტილებას, ამიტომ ვერცერთ ქვეყანაზე ვერ ვიტყვი, რომ პაციენტისთვის 700 000-დოლარიან წამალს ვერ იმეტებენ“
  4. მიხეილ სარჯველაძე„არსებული მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, პატრიარქის უცხოეთში გადაყვანის საკითხი არ განიხილება – რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, უზრუნველყოფილი იქნება“